ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი შალვა პაპუაშვილს წერილს უგზავნის და პარლამენტის წევრებს თხოვნით მიმართავს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მიღებისგან თავი შეიკავონ

ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მისმა იმპლემენტაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო'ფლაჰერტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილისთვის გაგზავნილ წერილში წერს.

„შეშფოთებული ვარ ამ საკანონმდებლო ინიციატივის თავსებადობის საკითხთან დაკავშირებით შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების სფეროში ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, მათ შორის, რა შემზარავი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს მის მიღებას მედიასაშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობაზე, განსაკუთრებით იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოში ადამიანის უფლებების, დემოკრატიასა და კანონის უზენაესობის საკითხებზე მუშაობენ”, - წერს ადამიანის უფლებათა კომისარი.

ის საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონპროექტის -„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - მიღებისგან.

„ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მისმა იმპლემენტაციამ, შესაძლოა, გამოიწვიოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების სტიგმატიზაცია და დისკრედიტაცია, რომლებიც იღებენ უცხოურ დაფინანსებას და მათ საქმიანობას, მათ შორის ფართო საზოგადოებისა და სახელმწიფო ინსტიტუტების თვალში, რაც, შესაბამისად, გაართულებს ან შეუძლებელს გახდის მათ საქმიანობას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პატივისცემით ვთხოვ პარლამენტის წევრებს, თავი შეიკავონ წარდგენილი კანონპროექტის -„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ - მიღებისგან და ითანამშრომლონ ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე პარტნიორებთან, მათ შორის ევროპის საბჭოსთან, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა იქნას საუკეთესოდ უზრუნველყოფილი ხელსაყრელი გარემო ქვეყანაში არაკომერციული ორგანიზაციებისა და მედია საშუალებების ლეგიტიმური მუშაობისთვის“, - წერს მაიკლ ო'ფლაჰერტი წერილში, რომელიც 11 აპრილითაა დათარიღებული, თუმცა ქართული მედიისთვის დღეს გახდა ცნობილი.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო