ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მობილიზაციის შესახებ კანონპროექტს მოაწერა ხელი. ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ვებგვერდზე შესაბამისი კანონპროექტის ბარათშია აღნიშნული.

კანონპროექტი მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურის გავლის ცალკეულ საკითხებს აუმჯობესებს. აქამდე კანონპროექტს უმაღლესი რადას სპიკერმა მოაწერა ხელი.

პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კანონპროექტი ოფიციალურ საპარლამენტო გამოცემაში “უკრაინის ხმა” უნდა გამოაქვეყნონ. კანონი მისი გამოქვეყნების მომდევნო დღიდან ერთი თვის შემდეგ შევა ძალაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა