რომან გოცირიძე მამუკა მდინარაძეს - ათჯერ გამოიყენეთ ფრაზა: „ერთ ფეხზე არ დავდგებით“ - ბიძინამ დაგავალათ ფრთოსანი ანტიდასავლური გამონათქვამები? - თუ ლექსებით გინდათ საუბარი, თქვით ბარემ: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს“

რაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ მობრუნდა, თქვენს პოლიტიკურ ლექსიკაში გაჩნდა უცნაური ფრაზა - „ერთ ფეხზე არ დავდგებით“. გადავატრიალე „გუგლი“, ვერაფერი გავიგე, რას ნიშნავს „ერთ ფეხზე ვერ დავდგები“. იოგა ვნახე ერთ ფეხზე დგას და ბალანსს იცავს კარგად და წეროზე წავიკითხე ერთ ფეხზე იმიტომ დგას, რომ ენერგიას ინახავსო. ვერ გავიგე, სადაური გამონათქვამია, - ასე მიმართა „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს პლენარულ სხდომაზე.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ის, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი ანტიდასავლური სულისკვეთების კანონია, არაერთხელ გამოჩნდა „ქართული ოცნების“ გოიმურ, ორღობულ გამონათქვამში“.

„ამ კანონის შინაარსი ძალიან მარტივია და კარგად გაიგო მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, ჩვენმა საზოგადოებამ. ეს არის ჩვენი მეგობრების წინააღმდეგ მიმართული კანონი - ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და დასავლეთის სხვა მეგობარი სახელმწიფოების მტრად გამოცხადების კანონი.

პოლიტიკურად საგარეო კონტექსტი ეს არის რუსეთის მხარდამჭერი კანონი. შიდა კონტექსტი ძალიან მარტივია. ეს კანონი ევროპის არც ერთ სახელმწიფოში არ მუშაობს, უნგრეთში იყო და ისიც გაუქმდა. ნუ ატყუებთ საზოგადოებას, რომ ევროპაში სადღაც არის. „რაღაცებს იხილავს ვიღაცები“, გვითხარით ერთი სახელმწიფო, სადაც ეს კანონი არსებობს სამართლებრივად. ის, რომ ეს ანტიდასავლური სულისკვეთების კანონია, არაერთხელ გამოჩნდა თქვენს {პარტიას ვგულისხმობ} გოიმურ, ორღობულ გამონათქვამში. რაც ბიძინა ივანიშვილი მეორედ მობრუნდა, თქვენს პოლიტიკურ ლექსიკაში გაჩნდა ასეთი უცნაური ფრაზა - „ერთ ფეხზე არ დავდგებით“. გადავატრიალე „გუგლი“, ვერაფერი გავიგე, რას ნიშნავს „ერთ ფეხზე ვერ დავდგები“. იოგა ვნახე ერთ ფეხზე დგას და ბალანსს იცავს კარგად და წეროზე წავიკითხე ერთ ფეხზე იმიტომ დგას, რომ ენერგიას ინახავსო. ვერ გავიგე, სადაური გამონათქვამია. გუშინ ათჯერ გამოიყენეთ... ბიძინამ დაგავალათ ბატონო {მამუკა მდინარაძე} ეს ფრთოსანი ანტიდასავლური გამონათქვამები ყოველდღე იმეოროთ? თუ მაინც და მაინც ლექსებით და აფორიზმებით გინდათ საუბარი, თქვით ბარემ: „თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს“. იყავით თეთრი რაში, უთხარით ევროპას, არ გვინდა თქვენი უნაგირი, მაგრამ ფული ხომ გინდათ? 6 მლრდ ხომ გინდათ ამერიკიდან? ევროკავშირის ვაქცინები ხომ გინდოდათ მილიარდზე მეტი? ამ კანონს თავი დაანებეთ, თორემ კისერს წაიტეხთ“, - აღნიშნა გოცირიძემ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
ისარგებლეთ სპეციალური შეთავაზებით სუბურბან საგურამოში ლიმიტირებულ მიწის ნაკვეთზე
არქიში ერთ დღეში რეკორდული რაოდენობის - 201 ბინა გაიყიდა
იმპექსის სააფთიაქო ქსელმა მომხმარებელს KORRES-ის ინოვაციური ანტიასაკობრივი ხაზი Black Pine Primus წარუდგინა
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა