მთავრობის ადმინისტრაციაში ინტერრელიგიური სათათბირო შეიკრიბა

დღეს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარესთან, დავით ნარმანიასთან ინტერრელიგიური სათათბიროს შეხვედრა გაიმართა.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, შეხვედრას ესწრებოდნენ: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, მუსლიმთა სამმართველოს, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის, ლათინ კათოლიკეთა კავკასიის ადმინისტრაციის, ებრაელთა კავშირის, საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების, ეზიდთა სასულიერო საბჭოს, საქართველოს ევანგელურ-ლუთერული, ევანგელურ-პროტესტანტული, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიების, საერთაშორისო ორგანიზაცია „ხსნის არმია"-ს წარმომადგენლები, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე და სააგენტოს თანამშრომლები.

„რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ სემეკ-ის თავმჯდომარეს გააცნო რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენელთა მოსაზრებები მათ მიმართ არსებული საგადასახადო სისტემის თაობაზე. სათათბიროს წევრებმა გამოთქვეს გარკვეულ შემთხვევებში, შეღავათების მიღების სურვილი. დავით ნარმანიამ უპასუხა მათ შეკითხვებს, დაწვრილებით გააცნო ქვეყანაში არსებული სატარიფო სისტემა. რელიგიებთან დიალოგში გამოითქვა საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება. სათათბიროს წევრებმა „სოკარ"-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის სურვილი გამოთქვეს.

რელიგიის სააგენტოს თავმჯდომარემ, ზაზა ვაშაყმაძემ მადლობა გადაუხადა დავით ნარმანიას ყურადღებისთვის და ხაზი გაუსვა, რომ ანალოგიური შეხვედრები კვლავაც გაგრძელდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა