დიმიტრი გვრიტიშვილი - არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას - მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის

არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას - მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში; მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები , - ასე ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებას ქართველ სანქცირებულ მოსამართლეებთან დაკავშირებით.

მოსამართლეს სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში მოჰყავს საბჭოთა კავშირის პრაქტიკის მაგალითი და აცხადებს, რომ „როგორც ჩანს არაფერი შეცვლილა“.

„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, ვინმე მეთიუ მილერი ,,მოუწოდებს“ საქართველოს ხელისუფლებას, ,,კორუმპირებული აქტორების პასუხისგებაში მიცემის მიზნით ნაბიჯები გადადგას“. ,,აქტორებში“ იგულისხმებიან ჩემი კოლეგები, რომლებსაც, აბსოლუტურად უსაფუძვლოდ, ყოველგვარი ფაქტებისა და მტკიცებულებების მითითების გარეშე, შარშან, ხსენებულმა დეპარტამენტმა დაუწესა სანქციები.

ძველი თაობის ადამიანებს ემახსოვრებათ საბჭოთა კავშირის დროინდელი მახინჯი პრაქტიკა: მოსკოვიდან მოსული ბრძანება, თუნდაც ადამიანის დახვრეტის შესახებ, უაპელაციოდ რომ სრულდებოდა საქართველოში ადგილობრივი ჩინოვნიკების მიერ.

როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა: ზემოთ აღნიშნულ ,,მოწოდებაზე“, ხელების ფშვნეტით და ნიშნის მოგებით, ერთხმად აჭრიჭინდნენ ე.წ. არასამთავრობოები და რადიკალური პოლიტიკური ძალები, ერთმანეთს ასწრებენ, ვინ პირველი აღასრულებს ოკეანის გაღმიდან მოსულ, მოქმედი მოსამართლეების ,,დახვრეტის“ ბრძანებას, უაპელაციოდ, ფაქტების და ბრალდების დამტკიცების გარეშე.

სხვა შემთხვევებში, მკვლელების და გამაუპატიურებლების მიმართ რომ უმაღლესი სტანდარტების დაცვას ითხოვენ ჩვენი ე.წ. უფლებადამცველი არასამთავრობოები, მოსამართლეთათვის პასუხისმგებლობის დაკისრებისათვის, მათი უფლებების ფეხქვეშ გათელვისათვის ახალი ბატონის მარტოოდენ სიტყვაც კი საკმარისია! ეს მაშინ, როცა აშშ-მ და მისმა საელჩომ, ასევე - იგივე ე.წ. არასამთავრობოებმა და რადიკალურმა პოლიტიკოსებმაც არად ჩააგდეს მოქმედი მოსამართლის - ლაშა ჩხიკვაძის მიერ ამერიკელი მაღალჩინოსნის მხილება, კონკრეტული სახელების და გვარების, ფაქტების გაჟღერებით; პირიქით - სიცრუის ტირაჟირება დაბრალდა მოსამართლეს. ეს ორმაგი სტანდარტიც აღარაა, უფრო აბსურდული სტანდარტია!

ანუ, მხოლოდ ბატონი შეიცვალა მავანთათვის საქართველოში; მოსკოვიდან კი არა, ვაშინგტონიდან მოდის ახლა ბრძანებები. იგივე მონური, კოლონიალური დამოკიდებულება და ფსიქოლოგია“, - წერს გვრიტიშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე