ლევან ხაბეიშვილი - გთავაზობთ, რომ კანონპროექტი პლებისციტზე გაიტანოთ, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე - თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი

გთავაზობთ შემდეგ რამეს, [კანონი] გაიტანეთ პლებისციტზე, არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საჭიროა, ოპოზიციიდან „ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი“.

„ფაქტია ვერ ვთანხმდებით. თქვენ თქვენი გადმოსახედი გაქვთ, არავისი არ გესმის, ერთი პარტნიორი არ გყავთ. ჩვენ გვესმის ისე, როგორც არის, თქვენ ამბობთ, რომ სხვანაირად არის. ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი გამოდის. მამუკა, თქვენ თქვით, რომ არცერთი ადამიანი არ გიღირთ ვნებათაღელვად, რაც სწორია. ახლა სპეცრაზმი გყავთ მობილიზებული. ხომ არ გეუბნებით, რომ ჩვენ გადავწყვიტოთ, ოპოზიციამ გადაწყვიტოს. მიეცით ხალხს მშვიდად გადაწყვეტის და ცხოვრების შესაძლებლობა. გთავაზობთ შემდეგ რამეს, გაიტანეთ პლებისციტზე არჩევნებთან ერთად ან არჩევნებამდე ჩაატარეთ. ხალხს მიეცით შესაძლებლობა გადაწყვიტოს მოსწონს თუ არ მოსწონს. თუ ხალხი გადაწყვეტს, ხმის ამომღები არ ვიქნებით არცერთი“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ემილ ავდალიანი - ახლო და საშუალოვადიან პერსპექტივაში ჰორმუზის სრუტის მეორეხარისხოვან მარშრუტად გადაქცევა პრაქტიკულად არარეალისტურია, ნაწილობრივ შემცირება, შესაძლებელია, მაგრამ არა სრულფასოვანი ჩანაცვლება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2026
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა
Sol De Janeiro უკვე  ოფიციალურად საქართველოშია - ბრაზილიური ზაფხული, ნებისმიერი სეზონისთვის
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცი სმარტფონების ინოვაციური ეპოქა - წინასწარი გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება