ბექა ლილუაშვილი უმრავლესობას - ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ

ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ - ჩვენ თქვენთან ამ საკითხთან მიმართებით, დღეს, ამ დარბაზში სასაუბრო არ გვაქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში განაცხადა, სადაც დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კენჭისყრა იგეგმება.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს კანონი ვერ იქნება.

„ჩვენს გუნდს „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით პოზიციები დაფიქსირებული გვაქვს ერთი წლის წინ. ჩვენ თქვენგან განსხვავებით სიტყვებზე არ ვხტუნავთ. ჩვენ ვერაფერი შეგასმინეთ ამ საკითხთან დაკავშირებით ამ დარბაზში. ჩვენ შემოგთავაზეთ - თქვენ უარყავით. ამ საკითხზე თქვენ ნახევარი ნაბიჯი არ გადადგით უკან. ჩვენ თქვენთან ამ საკითხთან მიმართებით დღეს ამ დარბაზში სასაუბრო არ გვაქვს. არ დარჩა არც ერთი სფეროს წარმომადგენელი, რომელიც თქვენ არ გეწინააღმდეგებათ. თქვენ ხართ ერთადერთი ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც კიდევ გაიძახიან, რომ ეს ეს კანონი არ არის რუსული. ხოდა, დაუჭირეთ მხარი თქვენივე ჯგუფს. საქართველოს სხვა მოქალაქეებისთვის ეს კანონი კანონი ვერ იქნება. ამიტომ ჩვენი გუნდი ტოვებს დღეს სხდომათა დარბაზს და გიტოვებთ თქვენს თავს ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პირისპირ“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს