ოპოზიციონერმა ქალმა დეპუტატებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით პროტესტი, სხდომათა დარბაზის მაგიდებზე ხელებისა და წიგნების ბრახუნით გამოხატეს

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატის ანრი ოხანაშვილის გამოსვლისას, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები პროტესტს მაგიდაზე ხელებისა და წიგნის დაბრახუნებით გამოხატავდნენ.

„მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ, მოისმინეთ!“ - მიმართა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს.

ამასთან, ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმაც მიმართა.

„წიგნი არის საკითხავად და არა სარტყმელად. დანიშნულებისამებრ რომ გამოიყენოთ, თქვენც წაგადგებათ და საქმესაც," - აღნიშნა პაპუაშვილმა და ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გააძევა.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს