ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ - ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ კარგად

მოსმენა არის ევროპული, მონობა არის რუსული, რასაც აკეთებთ. ევროპულობა ნიშნავს მოსმენის კულტურას, აზრთა ჭიდილს და არა ყვირილს. ჩვენ ვირჩევთ ღირსებით ევროპას, არა „ნაციონალურ მოძრაობას“ და არა რადიკალიზმს, ეს დაიმახსოვრეთ ძალიან კარგად, - ასე მიმართა პარლამენტის ტრიბუნიდან იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის წარმომადგენლებს.

როგორც ოხანაშვილი აღნიშნავს, ოპოზიციას არანაირი არგუმენტი არ წარმოუდგენია და ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე.

„რაც შეეხება კანონპროექტს- თუ ვინმეს რაიმე არგუმენტი ჰქონდა, უნდა წარმოედგინა, მაგრამ როდესაც ამ ხალხის მხარეს არ არის არგუმენტი, მაშინ აბრახუნებენ აქ. უშინაარსობა არის მათი მხარე. ჩვენი მხარეა არგუმენტირებულობა და შესაბამისად, ჩვენ ვართ მართლები ჩვენი ხალხის და საზოგადოების წინაშე. ამიტომ, ჩვენმა საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც ეფუძნება ევროპულ, ამერიკის შეერთებული შტატების გამოცდილებას და აქედან გამომდინარე, ეს არის ქართული მოდელი, რომელიც ეფუძნება სწორედ დასავლურ გამოცდილებას. ჩვენი ამოცანაა, ჩვენს საზოგადოებას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა გამჭვირვალობაზე დაფინანსებასთან დაკავშირებით. საიდან შემოდის ფინანსები, მიზნობრიობა, როგორ იხარჯება. ვერცერთი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს. მთელი ეს განხილვა მათი მხრიდან იყო ტყუილებით სავსე. ამბობდნენ, რომ ეხება ფიზიკურ პირებს, კანონპროექტის პირველივე მუხლში წერია, რომ ეს არ ეხება არცერთ ფიზიკურ პირს და ეს ეხება იურიდიულ პირებს, ამ შემთხვევაში NGO-ებს.“-განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს