ხატია დეკანოიძე - ვერც პოლიცია, ვერც სპეცრაზმი, ვერც თოფი და ვერაფერი შეაჩერებს ამ ენერგიას, რომელიც დღეს აქ არის - გამოიხედეთ "ქოცებო" და დაგვინახეთ

ვერც პოლიცია, ვერც სპეციალური დაცვის თანამშრომლები, ვერც სპეცრაზმი, ვერც თოფი, ვერც იარაღი, ვერაფერი შეაჩერებს ამ ენერგიას, რომელიც დღეს აქ არის - გამოიხედეთ "ქოცებო" და დაგვინახეთ,- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს, ერთ მხარეს ქართველი ხალხი დგას, მეორე მხარეს - ბიძინა ივანიშვილი და რუსები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საქართველო საბოლოოდ მიიტაცონ.

"ჩვენ ყველა ერთად, დღეს, ისევე როგორც გუშინ, გუშინ წინ და ერთი წლის წინ, ვდგავართ ერთ მხარეს ქართველი ხალხი, მეორე მხარეს - ბიძინა ივანიშვილი და რუსები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ ჩვენი ქვეყანა საბოლოოდ მიიტაცონ. ჩვენ, ისევე როგორც მთელი ამ დღეების განმავლობაში, გავაკეთებთ ყველაფერს, იმისთვის, რომ არათუ რუსული კანონი, არამედ ეს ქვეყანა არ დარჩეთ რუსებს საბოლოოდ და ვთქვათ, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სამშობლო არის ევროპა. მეგობრებო, ჩვენ ვდგავართ ხოლმე იმ ადამიანების პირისპირ, ვინც დღეს მწვანე ღილაკს ხელი დააჭირა. ვეუბნებით, ველაპარაკებით, მაგრამ მიუხედავად ამისა, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიდიან. ჰოდა, მე მინდა ყველას ვუთხრა - ვერც პოლიცია, ვერც სპეციალური დაცვის თანამშრომლები, ვერც სპეცრაზმი, ვერც თოფი, ვერც იარაღი ვერაფერი ვერ შეაჩერებს ამ ენერგიას, რომელიც დღეს აქ არის. ჩვენ ქართველი ქალები, პოლიტიკოსები, ყველა ის ადამიანი, რომელსაც გვინდა, რომ ეს ქვეყანა იყოს ნამდვილად სამშვიდობოს, ყველა დეპუტატი ქალი აქ არ ვართ. ვინც მართლა ამ დღეების განმავლობაში და შარშან ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ეს კანონი არ მიეღოთ. ანა ნაცვლიშვილი, სალომე სამადაშვილი, თეონა აქუბარდია, თამარ ჩარკვიანი, ანა ბუჩუკური, მინდა ყველას გითხრათ, რომ დიახ, ეს ქვეყანა არის ჩვენი, ჩვენი შვილების და თქვენი. არა რუსულ კანონს! არა რუსულ კანონს!

გამოიხედეთ "ქოცებო" და დაგვინახეთ. საქართველოს გაუმარჯოს", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება