პარლამენტის წინააღმდეგ, „იარაღის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, „იარაღის შესახებ“ კანონთან დაკავშირებულ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დღეს განიხილავს.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსარჩელე გიგა ჭელიძის მიერ სადავოდაა გამხდარი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ნორმა, რომლის თანახმად, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა წარმოადგენს დანაშაულს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმა, რომელიც ადგენს, რომ საბრძოლო მასალის შეძენის უფლება აქვს კანონით განსაზღვრულ პირებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მათ საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის.

საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, მოსარჩელე დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236- ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, რაც გამოიხატა საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაში.

„მოსარჩელე მხარის მტკიცებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი დააყრდნო „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის არასწორ განმარტებას. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი სამხედრო დანიშნულების ვაზნები არ იყო დამზადებული და განკუთვნილი მოსარჩელის საკუთრებაში არსებული სანადირო იარაღიდან გასროლისათვის, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული იარაღიდან, კალიბრის მსგავსების გამო, შესაძლებელი იყო მათი გასროლა.

მოსარჩელე მიუთითებს, რომ სასამართლოს მიერ გაკეთებული განმარტების პირობებში, საბრძოლო მასალის შეძენა კანონიერად მიიჩნევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც პირი იძენს საბრძოლო მასალას, რომელიც დამზადებულია მის კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღის მოდელისათვის. აღნიშნულის საპირწონედ, მოსარჩელის პოზიციით, „იარაღის შესახებ“ კანონით, საბრძოლო მასალის კანონიერ შეძენად ითვლება ნებისმიერი ისეთი ვაზნის შეძენა, რომელიც თავსებადი და ვარგისია პირის კანონიერ მფლობელობაში არსებული იარაღიდან გასროლისათვის. მოსარჩელის განმარტებით, სადავო ნორმა არის ბუნდოვანი, მასში გამოყენებული ტერმინი არაა მკაფიოდ ფორმულირებული, რის გამოც, მოსარჩელემ ვერ შეძლო სადავო ნორმაში სასამართლოს მიერ მის საქმეზე ამოკითხული შინაარსის წინასწარ განჭვრეტა.

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს ისეთი საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვას, რომელიც არ არის შექმნილი მხოლოდ პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღის მოდელისთვის, მაგრამ მისი კალიბრის ზომიდან გამომდინარე, თავსებადია პირის საკუთრებაში (მფლობელობაში) არსებული რეგისტრირებული ან აღრიცხული იარაღიდან გასროლისათვის, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტს.

საქმეს არსებითად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

დავის საგანია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილის და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-9 პუნქტის პირველ წინადადებასთან მიმართებით“,- ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - რა უნდა რუსეთს? რუსული სცენარით კონფლიქტების „მოგვარების“  შემთხვევაში  რა „სარგებელს“ და საფრთხეებს მიიღებს საქართველო?
ქართული პრესის მიმოხილვა 19.09.2024
მიხაილ როთი - შეწყვიტეთ შეთქმულების თეორიები, შეწყვიტეთ ტყუილი!
„ბიბლუსმა“ სტამბოლში საქართველოს ფარგლებს გარეთ რიგით მესამე ბიბლიოთეკა გახსნა - „ბიბლუსის“ დელეგაცია მსოფლიო პატრიარქმა მიიღო
„ჰიუნდაი ავტო საქართველოში“ შერჩეულ მოდელებზე მწარმოებლის ბონუსს მიიღებთ
„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
ახალი Lenovo Yoga Slim 7x ხელოვნური ინტელექტით
სილქნეტის სპეციალური პაკეტები სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის