„ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა

კომპანია „ვისოლის“ მხარდაჭერით, გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

23 წლის გიორგი გახელაძე პირველი ქართველი ენდურო მოტომრბოლელია, რომელმაც წყალზე 33კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა.

გიორგიმ ენდუროს ტიპის სპეციალურად აღჭურვილი მოტოთი ქობულეთის ახალი ბულვარის მიმდებარე სანაპიროდან ფოთში, მალთაყვას სანაპირომდე 100 კილომეტრამდე საათი სიჩქარით 33 კილომეტრი 33 წუთში გაიარა, ავსტრალიელი რაიდერის რობი მედისონის შედეგი გააუმჯობესა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა. სიმბოლურია, რომ გიორგი გახელაძე ასპარეზობებში 33 ნომრით იღებს ყოველთვის მონაწილეობას.

მსოფლიო რეკორდსმენმა შესაძლებლობებითა და წინააღმდეგობებით სავსე გზასა და სამომავლო გეგმაზე ისაუბრა. გახელაძე მომავალში მოტოთი მყინვარწვერზე ასვლას გეგმავს.

„მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო კომპანია „ვისოლს“. ზოგადად, კომპანიებს ძალიან უჭირთ მსგავს პროექტებში ნაბიჯის გადადგმა, რადგან ყველას ეპარება ეჭვი. „ვისოლი“ იყო ის ერთადერთი კომპანია, რომელმაც გადაწყვიტა ამ პროექტის თავის თავზე აღება. სრული ძალებით დამიდგა მხარში და ერთად გავიარეთ საკმაოდ გრძელი გზა. დაახლოებით, 3-4 თვის განმავლობაში ვემზადებოდით. ბევრი ტესტ დრაივები გვქონდა, ბევრი პრობლემა იყო, მათ შორის, წარუმატებელი გასვლები, მაგრამ ეს ყველაფერი, პლუსები და მინუსები შევაჯამეთ, პრობლემები გამოვასწორეთ. წარმატებით გავიარეთ რამდენიმე ტესტ დრაივი და გავეშურეთ შავი ზღვისკენ ქობულეთში, სადაც მსოფლიო რეკორდი დავამყარეთ. 33 კმ, 33 წუთში, 33 ნომრით გავიარეთ.

მომდევნო გამოწვევა საკმაოდ რთულია, საკმაოდ დასაფიქრებელია. არ მინდოდა თქმა, მაგრამ გეტყვით, მყინვარწვერზე ვაპირებ ასვლას, 5300 მეტრზე, რადგან მინდა, ეს დიდი წინაღობა გადავლახო,“ - განაცხადა გიორგი გახელაძემ.

ქართველი მსოფლიო რეკორდსმენი, გიორგი გახელაძე 2017 წლიდან დღემდე, საქართველოს ენდურო ჩემპიონატების დაუმარცხებელი ჩემპიონია. „ვისოლი“ კი გიორგი გახელაძის ექსტრემალური თავგადასავლების ტრადიციული მხარდამჭერი.

„ვულოცავ გიორგი გახელაძეს მსოფლიო რეკორდის დამყარებას. მოხარული ვართ, რომ კომპანია „ვისოლმა“ გიორგისთან ერთად, ეს წარმატებული პროექტი განახორციელა. ჩვენ ავტოსპორტის მიმართებით დიდი ხანია ვთანამშრომლობთ. ძალიან კარგი თანამშრომლობა შედგა 2 წლის წინ გიორგი გახელაძესთან მოტოსპორტის მიმართულებით. ამ ადამიანში დავინახეთ ის სპორტული ჟინი, რომელიც სასურველ შედეგამდე მიგვიყვანდა. კომპანია „ვისოლი“ სპორტის ამ სახეობის ყოველთვის აქტიური მხარდამჭერია და ძალიან მოხარული ვართ, რომ ჩვენ გიორგისთან ერთად, წარმატების ისტორია შევქმენით ქვეყანაში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ,“ - განაცხადა კომპანია „ვისოლის“ გენერალურმა დირექტორმა, ვასილ ხორავამ.

გიორგი გახელაძის განვლილ გზასა და წარმატებაზე ისაუბრა მისმა მამამ, რომელიც ასევე მისი მწვრთნელიცაა.

„საკმაოდ რთული გზა იყო. ეს თავიდან ბოლომდე გიორგის პროექტია. მან გადაწყვიტა, რომ საშუალება ჰქონდა მედისონის რეკორდი გაეუმჯობესებინა. ამ ყველაფერში „ვისოლი“ ყველანაირად დაუდგა გვერდში, მათ შორის, ფინანსურად. ამ კომპანიის გარეშე ეს პროექტი ვერ განხორციელდებოდა,“ - აღნიშნა ვასილ გახელაძემ.

2023 წლის საუკეთესო მოტოსპორტსმენმა, მსოფლიო რეკორდსმენმა, გიორგი გახელაძემ საქართველოში პირველად “თბილისის ზღვა“ 80 კილომეტრ საათი სიჩქარით, 2023 წლის მაისში გადაკვეთა და მსოფლიოს სამ რაიდერს შორის მოხვდა, რომელთაც წყალზე შორი მანძილი დაფარეს. „შავი ზღვის“ 35 მეტრ სიღრმემდე წყალზე გიორგიმ პირველივე ცდაზე გაიარა და მიზნად ახალი მწვერვალების დაპყრობა დაისახა.

(R)

ბუნდესტაგის წევრი რობინ ვაგენერი - ჩვენ არ გვსურს საქართველოს მოსახლეობის დასჯა, თუმცა ცხადად ვაცხადებთ, რომ ამ კურსით არ იქნება ევროკავშირში გაწევრიანება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
ვახტანგ ძაბირაძე - თუ  არჩევნების შემდეგ რუსეთს საქართველოში სიტუაციის არევა აწყობს, იგი ამის გაკეთებას შეეცდება, მას ამისთვის სამხედრო ძალის შემოყვანა არ დასჭირდება, აქ მეხუთე კოლონა საკმაოდ ძლიერი ჰყავს
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი