მიხეილ დაუშვილი - გუშინდელი აქციით, მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრეს „ოცნებას“, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღოს! - მშვიდობიანი ფორმით უნდა მოვითხოვოთ ამ კანონის უკან გაწვევა

გუშინდელი აქციით, მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უთხრეს „ოცნებას“, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღოს! - ცხადია, გაგრძელება უნდა იყოს პროტესტი. ჩვენ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოვითხოვოთ ამ კანონის უკან გაწვევა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, მიხეილ დაუშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს სუვერენიტეტს საფრთხეს ევროპა კი არ უქმნის, უქმნის რუსეთი.

„გუშინდელ აქციაზე, ათობით ათასმა ჩვენმა მოქალაქემ, კიდევ ერთხელ, ძალიან ღიად და ცალსახად, დააფიქსირა, რომ ამ ქვეყნის ერთადერთი და უალტერნატივო არჩევანი არის ევროპული მომავალი და ევროკავშირი. მათ კიდევ ერთხელ უთხრეს „ოცნებას“, რომ ტყუილი და გადაგდება არ შეიძლება და ყველაზე უღირსი საქციელია; კიდევ ერთხელ უთხრეს „ოცნებას“, რომ ეს კანონი არ უნდა მიიღოს! ეს იყო გუშინდელი პროტესტისა და გამოსვლის მთავარი სათქმელი.

როცა შენი მოქალაქეები, ამდენი ხალხი, შენი ყველა მოკავშირე და მეგობარი, ღიად გეუბნება, რომ ეს კანონი არ ვარგაო, ეს ნიშნავს იმას, რომ არ გინდა გაგება. ცხადია, გაგრძელება უნდა იყოს პროტესტი. ჩვენ მშვიდობიანი ფორმით უნდა მოვითხოვოთ ამ კანონის უკან გაწვევა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი დღეს.

თუკი დღეს საქართველოს სუვერენიტეტს ვინმე საფრთხეს უქმნის, ეს არის რუსეთის ფედერაცია. მსგავსი ტიპის კანონით, საბოლოო ჯამში, შორდები მოკავშირეებსა და მეგობრებს, ექცევი იზოლაციაში და იზოლაციაში რუსეთთან მარტო რომ რჩები, შემდეგ ნახეთ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლობის დაკარგვა. ამიტომ სუვერენიტეტს საფრთხეს ევროპა კი არ უქმნის, უქმნის რუსეთი. „ოცნებას“ ურჩევნია მეგობრებთან ახლოს იყოს, ეს არის ჩვენი დაცვის მთავარი ფარი. დღეს ხელისუფლება ძალიან დიდი სისწრაფით შორდება ხალხს, რომელიც არის ხელისუფლების წყარო. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებებით ზიანდება ქვეყნის ინტერესები, იმიტომ, რომ შორდები შენს მოკავშირეებს. იზოლირებული დარჩე რუსეთთან ნიშნავს, რომ სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალური საფრთხე გქონდეს“,- განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება