პაატა მანჯგალაძე - მეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციასო, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ასი ათასი ადამიანია ქუჩაში გამოსული

მეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციასო, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ასი ათასი ადამიანია ქუჩაში გამოსული და გეგმა უნდა ჰქონდეთ მათ, როგორ აპირებენ ამ ხალხის დამშვიდებას. ეს არის მთავარი გეგმა. ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველო ჩვენია და გართულებაზე ვერ წავალთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მან ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე და აღნიშნა, რომ ის რუსული

„ქართული ოცნების“ მარტივი ლუსტრაცია ხდება დღესაც. გუშინ ხომ ვითომ დიდი მიზნები ჰქონდათ და ვითომ რაღაც გამჭვირვალობა, გამჭვირვალობა იძახეს, სისულელე და ბოდვა, არც უნდა გაიმეორონ, კანონი რუსულია იმიტომ, რომ ფაქტობრივად, ვრცელდება მხოლოდ დასავლელ პარტნიორებზე. დღეს, „ქართული ოცნების“ ლიდერებს ვკითხე, რომ ამბობთ ყველაზე გავრცელდება კანონი, დამისახელეთ ერთი რუსული ფონდი ან ორგანიზაცია ვისზეც ეს რუსული კანონი გავრცელდება-მეთქი და ვერ ასახელებს. მთელი უმრავლესობა ფიქრობს და პასუხი ჯერ კიდევ არ აქვთ.

გუშინ, ლამის ასი ათასი ქართველი იყო ქუჩაში გამოსული. ამათ ჰგონიათ, რომ საქართველო არის ივანიშვილის შპს. რასაც უნდა შეიტანს, გამოიტანს, გაწევს და გამოწევს. ასე არ არის. ახლა მეკითხებიან, რა გეგმა აქვს ოპოზიციასო, ოპოზიციას კი არა, ხელისუფლებას რა გეგმა აქვს, ასი ათასი ადამიანია ქუჩაში გამოსული და გეგმა უნდა ჰქონდეთ მათ, როგორ აპირებენ ამ ხალხის დამშვიდებას. ეს არის მთავარი გეგმა. ჩვენ გვიყვარს საქართველო. საქართველო ჩვენია და გართულებაზე ვერ წავალთ, ჩვენია ქვეყანა. მაინტერესებს, რას ფიქრობს ივანიშვილი, „ქართული ოცნება" რას ფიქრობს. რა ჰგონიათ, დავიღლებით, გამოსვლა დაგვეზარება? ან რაღაც ორთქლი იყო, გამოვუშვით და ხვალ რომ გავიღვიძებთ გავრუსდებით? ასე არ არის, ხალხო. მინდა, რომ ყველამ გაიაზროს. საღლაბუცოდ ნამდვილად არ აქვს საქმე „ქართულ ოცნებას“. ახლა ბიძინა ივანიშვილის მილიარდებზე კი არ უნდა ფიქრობდნენ, უნდა ფიქრობდნენ იმაზე, როგორ შევა საქართველო ხვალ ევროპაში, მაგრამ ამათ სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ საქართველო და მისი მოქალაქე“, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება