რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე - თუ ქვეყანას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, ვალდებულია მიიღოს კანონი „უცხოური აგენტების შესახებ“ - ამის მოწინააღმდეგეები სხვა სახელმწიფოების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარე, ვიაჩესლავ ვოლოდინი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ კანონის მოწინააღმდეგეები „სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“.

„ნებისმიერი ქვეყანა, თუ მას სურს გახდეს სუვერენული სახელმწიფო, სადაც ხალხს აქვს უფლება დამოუკიდებლად განსაზღვროს თავისი მომავალი, ვალდებულია მიიღოს კანონი უცხოური აგენტების შესახებ, რომლის არსი მდგომარეობს იმაში, რომ აიკრძალოს გარე ჩარევა შიდა საქმეებში. ისინი, ვინც ეწინააღმდეგებიან კანონის მიღებას, ცალსახად სხვა სახელმწიფოს ინტერესებიდან და არა საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ“, - წერს ვოლოდინი „ტელეგრამ“ არხზე.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს