არჩილ თალაკვაძე - კონკრეტული ჯგუფები მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობენ, მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ - ნიკა გვარამია და ნიკა მელია ყოველდღე იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება

სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მოქალაქეები იმ ჯგუფებს უნდა დააკვირდნენ, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობენ, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან, პარლამენტთან მიმდინარე აქციებზე საუბრისას განაცხადა.

თალაკვაძის თქმით, ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღე იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება.

„სახელმწიფოს მხრიდან მშვიდობიანი პროტესტი და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, თუმცა მოქალაქეები იმ ჯგუფებს უნდა დააკვირდნენ, რომლებიც მშვიდობიანი მანიფესტანტების გამოყენებას ცდილობენ.

მოქალაქეები ფხიზლად უნდა იყვნენ და ამ ჯგუფებს თვალი მიადევნონ. გუშინ ნიკა გვარამია და ნიკა მელია პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვდნენ და საყვედურობდნენ, ახალგაზრდებს არ შეგვხვდაო. პრემიერი ახალგაზრდებს ყველა უნივერსიტეტში ხვდება და მას ახალგაზრდებთან შეხვედრის პრობლემა არ აქვს, მაგრამ ისეთი ახალგაზრდები, როგორებიც ნიკა გვარამია და ნიკა მელია არიან, რომლებიც ყოველდღე იმას ცდილობენ, ქვეყანაში რა აირიოს და სად მოხდეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, იმ პასუხს იმსახურებენ, რაც გუშინ მიიღეს“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაშავებას და აღნიშნა, რომ პირველები სწორედ თავად და მამუკა მდინარაძე იყვნენ, რომლებმაც თავიანთ მხარდამჭერებს მოუწოდეს, რომ ალეკო ელისაშვილის მხრიდან მამუკა მდინარაძეზე თავდასხმასთან დაკავშირებით შურისძიება არ ყოფილიყო.

„პირველი სწორედ მამუკა მდინარაძე და ჩვენ ვიყავით, ვინც მოვუწოდეთ ყველას, მათ შორის მხარდაჭერებს, რომ არავითარი შურისძიება ამასთან დაკავშირებით არ იქნება. შურისძიება ამასთან დაკავშირებით ნიშნავს, რომ ჩვენც იმავე ღირებულების მატარებლები ვართ და თითქოს ისე ვიქცევით, როგორც მოიქცა ალეკო ელისაშვილი.

მამუკა მდინარაძემ კომიტეტზე აჩვენა თავისი სტანდარტი. ამ ძალადობრივ თავდასხმას მან პასუხი იქ გასცა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა