სალომე სამადაშვილი - რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც - თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა

რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა,- ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა პარლამენტში ოპოზიციას ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, „პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ უკვე ნორმად გახადა“.

„პოლიტიკური ძალადობა რუსულმა ხელისუფლებამ უკვე ნორმად გახადა. რუსეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს არა მარტო სცემენ, არამედ კლავენ კიდევაც. თუ ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ იგივე გზას დაადგება ამ ქვეყანაში და ვინმეს შეეშინდება, ძალიან შემცდარა. ნაცემია „ლელოს“ გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და ახლაც პატიმრობაშია. ტარიელ ნაკაიძეზე თავდასხმა ყველას გვახსოვს და მაინტერესებს, რას ცვლის შალვა პაპუაშვილი და რუსული უმრავლესობის სხვა წევრები აქ? თვითონ დაუსჯელად შეუძლიათ თავს დაესხნენ ოპოზიციონერ დეპუტატებს და თავად, დაქირავებული ჰყავს ბიძინა ივანიშვილს პოლიციური უწყებები, რომ ოპოზიციონერ დეპუტატებს გარეთ გაუსწორდნენ? არავის ეშინია არანაირი ძალადობის. ყველა შემთხვევაზე რეაგირებას მოვითხოვთ, მათ შორის, ალეკო ელისაშვილის წინააღმდეგ გუშინ სამარცხვინოდ განხორციელებულ თავდასხმაზე“,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ახმედ ალილი - პრეზიდენტ ალიევის თბილისში ვიზიტი სამხრეთ კავკასიისთვის, აზერბაიჯანისა და საქართველოსთვის ეკონომიკური პროექტებისა და გეოპოლიტიკური დივიდენდების მომტანი იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს