გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისშია - ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა

გორი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების სამზადისშია - ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისადმი მიძღვნილი სპორტული ღონისძიება გორის სპორტის სასახლეში გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას ხელისუფლების წარმომადგენლებთან და სპორტსმენებთან ერთად, საპატიო სტუმრის სტატუსით საფრანგეთის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი დაესწრო.

როგორც გორის მერიაში აცხადებენ, საფრანგეთის ელჩს ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა მეგობრობისა და გორში სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის მადლობის სიგელი გადასცა.

„ღონისძიების ფარგლებში სპორტის სასახლის ეზოში მოეწყო ცნობილი გორელი სპორტსმენების მონაწილეობით მასტერკლასები ოლიმპიურ სახეობებში: ძიუდოში, თავისუფალ ჭიდაობაში, კრივში, ძალოსნობაში, კალათბურთსა და ფეხბურთში.

მასტერკლასებთან ერთად, პატარა სპორტსმენებმა მიიღეს მონაწილეობა ვიქტორინაში ოლიმპიური თამაშების შესახებ, ხოლო სპორტის ცნობილმა ოსტატებმა ისაუბრეს გორზე, როგორც, სპორტული წარმატებებით ცნობილ ქალაქზე.

ვიქტორინაში გამარჯვებულ პატარა სპორტსმენებს სპორტული ინვენტარი და წიგნები, სპორტსმენებმა და სპორტული ა(ა)იპ-ების წარმომადგენლებმა გადასცეს.

მაისურები, ბლოკნოტები და კალმები გამარჯვებულებს საფრანგეთის ელჩმაც გადასცა.

სპორტული ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით 2024 წლის ზაფხულში პარიზის ოლიმპიური თამაშების პოპულარიზაციის მიზნით გაიმართა.

გორელი სპორტსმენები ოლიმპიურ თამაშებზე 1972 წლიდან მონაწილეობენ.

დღემდე მათ სახელზე 3 ოქროს, 6 ვერცხლისა და 7 ბრინჯაოს მედალია.

2024 წლის ოლიმპიადის საგზური ამ დროისათვის 2 გორელ სპორტსმენს აქვს მოპოვებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა