თელავში ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თელავის ცენტრალურ ქუჩაზე, “ძველ ბაღში” ელენე ახვლედიანის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ინფორმაციას თელავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ელენე ახვლედიანის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო. პარალელურად გაიმართა კონკურსი - “თავისუფალი მხატვრობა”, რომელშიც მონაწილეობას სამხატვრო სკოლის მოსწავლეების გარდა, სხვა დაინტერესებული პირებიც იღებდნენ.

„სამ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული კონკურსანტები თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ 500 ლარიანი საპრიზო ვაუჩერით დააჯილდოვა.

ღონისძიებას კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ალადაშვილთან ერთად, თელავის მუნიციპალიტეტის მერი ლევან ანდრიაშვილი და მისი მოადგილე ფიქრია ყუშიტაშვილი ესწრებოდნენ,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა