რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება - დეპუტატებიც უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის, ივანიშვილი კი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში

ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესებაა - [დეპუტატები] უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში, - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" თავმჯდომარე, რომან გოცირიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება.

ბიძინა ივანიშვილს ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] 2024-2028 წლების შუალედში არასამთავრობო სექტორისა და მედიის გასანადგურებლად სჭირდება, როგორც ეს მოხდა რუსეთში, ნიკარაგუაში და იმ ავტორიტარულ ქვეყნებს, სადაც ეს კანონი ეს ადამიანი [ბიძინა ივანიშვილი] უნდა შეჩერდეს. ამის ერთადერთი საშუალება პერსონალურად მისთვის და იმ დეპუტატებისთვის, რომლებიც რუსებს ემსახურებიან, მკაცრი სანქციების დაწესება და რომლებიც აკეთებენ ანტისახელმწიფოებრივ საქმეს, რათა ქვეყნის განვითარება ააცილონ ევროპის გზას. ეს დეპუტატები, მათი ოჯახის წევრები, არ უნდა შეუშვან დასავლეთის ქვეყნებში. უნდა დაუყადაღონ ანგარიშები და ბინები, რომლებიც ყოველ მეორეს აქვს დასავლეთში. უნდა დაისაჯონ ივანიშვილის მსახურებისათვის. ივანიშვილი უნდა ჩაიკეტოს ჭორვილა-ბაკურიანის მიდამოებში ან თუ სურვილი აქვს, წავიდეს რუსეთში“,- განაცხადა რომან გოცირიძემ.

გარდა ამ თემისა, დეპუტატმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში „თავს მშვიდად ვერ გრძნობს“.

„დემაგოგიურად აცხადებენ, რომ თუ სხვები გაათეთრებენ ფულს, ინვესტიციები შემოდისო. ინვესტიციები კი არ შემოდის, საქართველო ხდება ფულის გათეთრების ზონა. შავი ფული შემოვა, გათეთრდება და ეს წავა უკვე დასავლეთში გარეცხილი. ეს არის ფულის გარეცხვა და არა ის, რომ ინვესტიციებად დაბრუნდება ეს სიმდიდრე საქართველოში. ეს საშინელი კანონია და რა თქმა უნდა, პრეზიდენტმა ვეტო უნდა დაადოს, რათა საზოგადოებამ გაიგოს, რაშია საქმე. მე-8 წელია პარლამენტში ვარ და არ მახსოვს, რამდენიმე დღეში კანონი მიეღოთ. რატომ? რატომ ჩქარობენ? იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილი ოფშორულ ზონაში თავს მშვიდად ვერ გრძნობს, დასავლეთის მართლმსაჯულებამ იქაც მიაგნო. ეტყობა უნდა, რომ სასწრაფოდ გამოექცეს და აქ ფინანსური ციხესიმაგრე შეიქმნას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება