სუს-ი - 2023 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე და ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 47 საქმეზე და ბრალდების სახით პასუხისგებაში 72 პირი ისეთი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენის გამო მიეცა, როგორიცაა ქრთამის აღება, ქრთამის მიცემა, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ზეგავლენით ვაჭრობა, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და სხვა.

როგორც სუს-ი პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში აღნიშნავს, “საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ მომზადებული კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 2023 წელს საქართველო 180 ქვეყანას შორის 53 ქულით 49-ე ადგილს იკავებს და აღნიშნული მაჩვენებლით ევროკავშირის წევრ ექვს ქვეყანას უსწრებს.

“მსოფლიოს ბანკის მონაცემებით, კორუფციის კონტროლის რეიტინგში საქართველომ შეფასების 100%-იანი სისტემით 72.7% დაიმსახურა. კორუფციის კონტროლით საქართველო უსწრებს ევროკავშირისა და ნატოს წევრ 14 ქვეყანას. ამავე მონაცემების მიხედვით, საქართველო რეგიონში ლიდერი სახელმწიფოა, ხოლო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს შორის მხოლოდ ბალტიისპირეთის ქვეყნებს ჩამორჩება.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მექრთამეობის შემთხვევების სიმცირით მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ადგილს იკავებს და ევროპის საუკეთესო ათეულშია“, – ნათქვამია სუს-ის წარდგენილ ანგარიშში.

სუს-ის ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ კორუფციის პრევენციის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობის შედეგად, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში მოქალაქეთა ჩართულობა.

“2023 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში შესაძლო კორუფციული დანაშაულების თაობაზე მოქალაქეთა მხრიდან 47 შეტყობინება შევიდა, რომელთაგან 14-ის საფუძველზე გამოძიება დაიწყო, 12 - შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა, ერთი სისხლის სამართლის საქმეს დაერთო, 13 დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავდა, ხოლო 7-ზე შესწავლის პროცესი მიმდინარეობს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს