თეონა აქუბარდია - ძალიან მძიმე სანახავია, როცა საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე და მანდატურს ფიზიკური, იძულების წესით გაჰყავს დარბაზიდან ქალი დეპუტატი

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობაზე საუბრისას, მანდატურების მიერ ქალი დეპუტატის იძულების წესით გაყვანა ძალიან მძიმე სანახავია.

ასე გამოეხმაურა ის „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის პლენარული სხდომიდან გაძევების თაობაზე პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებას.

„ძალიან მძიმე სანახავია, როცა საუბრობთ ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, მინისტრი გამოდის და პარლამენტის თავმჯდომარე მანდატურებს და არა ქალ მანდატურს, რომელიც თქვენ არ დაამატეთ მიუხედავად წინა პარლამენტის თავმჯდომარის დაპირებისა, ფიზიკური, იძულების წესით გაჰყავს ქალი დეპუტატი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს თქვენს დამოკიდებულებას, ზოგადად, პარლამენტისადმი, ისევე როგორც ქალი კოლეგებისადმი. ეს არ მიკვირს თქვენგან“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, „ლელოს“ დეპუტატს, სალომე სამადაშვილს პარლამენტის პლენარული სხდომა დაატოვებინა.

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის, ინტერპელაციის წესით მოსმენისას, სალომე სამადაშვილმა მინისტრს დარბაზიდან, მიკროფონის გარეშე მიმართა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი ამის გამო მანდატურებს მისი სხდომათა დარბაზიდან გაყვანა სთხოვა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება