ლევან ხაბეიშვილი - ელისაშვილის ცემა საზოგადოებას იმისთვის აყურებინეს, რომ უთხრან - „თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ“ -  დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ხალხი ვერავის „დაუჩმორებია“

ალეკო ელისაშვილის ცემა იყო მიზანმიმართული და საზოგადოებას იმისთვის აყურებინეს, რომ უთხრან - „თუ პარლამენტარს ასე ვექცევით, უარესად მოგექცევით თქვენ“ - ივანიშვილი და მისი ბანდა ქართველ ხალხს ვერ შეაშინებს, ბუმერანგივით დაუტრიალდებათ ეს ყველაფერი, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც სამართალდამცველების მიერ პარტია „მოქალაქეების“ დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის ცემას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და აღნიშნავს, რომ ყველას უნდა ესმოდეს, რომ შიშით, დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის "დაუჩმორებია".

„ცუდი არის ის, რომ პოლიციელების ნაწილს გადააცვეს ზონდერების ფორმა. ესენი არიან მილიციელები, ხალხის დაცვასთან, კანონის დაცვასთან საერთო არაფერი აქვთ. რაც ვნახეთ ცხადია, ძალიან მძიმე იყო ამის ყურება. „რუსული რეჟიმის“ პირობებში ისინი ასე იქცევიან, შესაბამისად, რომ გითხრათ ანზორ ჩუბინიძის პასუხისგების საკითხს დააყენებენ, ცხადია, მოგატყუებთ. ივანიშვილი თავად არის ამ დავალების გამცემი და შესაბამისად, ესე უყურებს ამ ქვეყანას, რომ მას უნდა ემსახურებოდეს ყველა. ამიტომ არ აქვთ განცდა, რომ პოლიციელმა კანონი უნდა დაიცვას, პოლიციელი კანონის შესაბამისად უნდა მოიქცეს. ეს ყველა ადამიანი ხომ იდენტიფიცირებულია და ძალიან მძიმე სანახავი იყო. ეს ხომ მიზანმიმართულად გააკეთეს და ეს აყურებინეს მათ შორის, საზოგადოებას. რატომ?! იმიტომ, რომ ეუბნებიან „პარლამენტის წევრს ასე ვექცევით და თქვენ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება მოგექცეთ თქვენ?“ „სადმე დაგიმარტოხელებთ“ - ეს არის მათი მესიჯი და უნდა ესმოდეს ყველას, რომ შიშით, დაშინებით, ხელების გადაგრეხით, ქართველი ხალხი ვერავის "დაუჩმორებია". ამას ივანიშვილი ვერ მოახერხებს. ბუმერანგივით დაუტრიალდება ის. რასაც ყოველდღიურად აკეთებენ,“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ავრცელებს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის