ეკონომიკის სამინისტროს დელეგაციამ განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა

გაერთიანებული არაბთა საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს (IRENA) მიერ ორგანიზებული რიგით მეთოთხმეტე ასამბლეა გაიმართა, რომელშიც საქართველოს დელეგაცია მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ასამბლეაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა განახლებადი ენერგიის განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული სექტორის გარდაქმნა, კვალიფიციური მუშახელის მომზადება-გადამზადება, მწვანე წყალბადის წარმოების ხელშეწყობა, ტრანსპორტის სექტორში განახლებადი ენერგიების გამოყენება, მდგრადი ბიოენერგიისა და ბიოსაწვავის განვითარებას და ა.შ.

„საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოლიტიკისა და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა მარგალიტა არაბიძემ მოხსენება გააკეთა საქართველოში სუფთა ენერგიის განვითარების კუთხით განხორციელებული ქმედებების შესახებ. მისი თქმით, ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლება და ადგილობრივი განახლებადი ენერგიის (ჰიდრო, ქარი, მზე და სხვა) რესურსების მდგრადი ათვისება, ასევე როგორც მწვანე წყალბადის მიმართულების განვითარება ქვეყნის ენერგეტიკული პოლიტიკის პრიორიტეტია.

მარგალიტა არაბიძემ ასევე გაამახვილა ყურადღება საერთაშორისო განახლებადი ენერგიების სააგენტოს (IRENA) მიმდინარე ტექნიკური დახმარების შესახებ, რომლის ფარგლებში მომზადება განახლებადი ენერგიის დანერგვის მზაობის კომპლექსური ანგარიში.

ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, როგორც განახლებადი ენერგიების საერთაშორისო სააგენტოს ვიცე-პრეზიდენტმა, მოდერაცია გაუწია პლენარულ სხდომას სახელწოდებით: „პოლიტიკა და უნარები ენერგეტიკული სექტორის დაჩქარებული გარდაქმნისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში