ანრი ოხანაშვილი - „ნაცმოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება - თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები, ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როცა ხალხს ატერორებდით, ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს

საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინტერპელაცია მიმდინარეობს, ოპოზიციის მისამართით განაცხადა.

„დღეს ჩვენ გვაქვს მორიგი გამოვლინება საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების, უშუალოდ შინაგან საქმეთა მინისტრის მხრიდან, როდესაც მიუხედავად დაძაბული, რთული დღეებისა, შინაგან საქმეთა მინისტრმა მოითხოვა არა გადადება ინტერპელაციის, არამედ კანონის სრული დაცვით, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულებიდან გამომდინარე მობრძანდა დღეს პარლამენტში, რომ კონკრეტულ დასმულ შეკითხვებზე პასუხი გაეცა. მაგრამ ამ ხალხს, ოპოზიციის წარმომადგენლებს შინაგან საქმეთა მინისტრი დაბარებული ჰყავდათ არა პასუხების მოსასმენად, არამედ მათ ეს ყველაფერი გამოიყენეს იმისთვის, რომ ესაუბრათ მათ პოლიტიკურ დღის წესრიგზე. ამიტომ ჩვენს საზოგადოებას უნდა ვუთხრათ, რომ მოძალადეების ზნე არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ზნე და მორალი არ იცვლება. არ იცვლება მათთან ალიანსში მყოფი ვითომ არამოძალადეების ზნე და რეჟიმი. თქვენ ხართ კოლექტიური მოძალადეები, ფსიქოლოგიურად ძალადობთ ჩვენს საზოგადოებაზე. ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამას ფიზიკურად აკეთებდით, როდესაც ატერორებდით ჩვენს ხალხს და ახლა ოპოზიციიდან აგრძელებთ ფსიქოლოგიურ ტერორს ჩვენი საზოგადოებისა“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს