ანდრიუს კუბილიუსი ღარიბაშვილის განცხადებაზე - ვინ არ არის მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ „ქართული ოცნება“? - პასუხი ნათელია

კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია, - ასე ეხმაურება ევროპარამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

„დეკემბერში ღარიბაშვილმა საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი იზეიმა და მას გამარჯვება უწოდა. 4 თვის შემდეგ ის ამბობს, რომ საქარრთველო მზად არ არის. კონკრეტულად ვინ არ არის მზად: ქართველი ხალხი თუ პარტია „ქართული ოცნება“? პასუხი ნათელია - „ქართული ოცნება“ რუსული სტილის კანონებს აწესებს, პროევროპელი ხალხი კი ქუჩებში აპროტესტებს“, - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელ X-ზე.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად არაა.

“ჯერ საერთოდ ვთქვათ ის, რომ ქვეყანამ მიაღწია მაქსიმუმს, პიკი იყო შარშანდელი დეკემბერი , ჩვენ გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგ ეტაპი უკვე არის გაწევრიანება. დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსენსუსი იმაზე, რომ დღესვე შეიძლება გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მითუმეტეს ახლა, ამდენი პრობლემებია და იცით, რომ მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება და ბევრ რამეზე, ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული ეს შემდეგი ნაბიჯები. ძალიან მარტივად მინდა გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როდესაც ქვეყანა იქნება მზად და გვეტყვიან,რომ აი, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღება, ასე რომ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი არის ძალიან კარგად“, - აცხადებს ღარიბაშვილი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე