ანა ნაცვლიშვილი - მმართველი პარტიის სპიკერი აცხადებს, საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო, მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას, რუსეთი და “ოცნება” - მაშ, რისთვისაა მზად საქართველო, „ოცნების“ აზრით?!

გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ამბობს საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო!- მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას - რუსეთი და “ოცნება” - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ „დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის“.

“ევროკავშირმა მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება და გახსნა კარი გაფართოებისთვის - საქართველოსთვის. გერმანიის კანცლერმა "ევროკავშირი ლისაბონიდან თბილისამდეო” ახალი გეოპოლიტიკური რეალობა გააცხადა. ეს რეალობა თავისი ბრძოლით ააშენა ქართველმა ხალხმა - მარტის ბრძოლით მათ შორის, და ამ დროს გამოდის მმართველი პარტიის სპიკერი და ამბობს საქართველო არაა მზად ევროკავშირისთვისო!

მხოლოდ ორი ვინმე ამბობს ამას - რუსეთი და “ოცნება”, სხვა ყველა ისტორიულ გაფართოებას უჭერს მხარს და ამისთვის მუშაობს. მაშ, რისთვისაა მზად საქართველო ოცნების აზრით?!

იმისთვის, რომ ოფშორებიდან კრიმინალური ფული გადმოიტანონ რუსმა ოლიგარქებმა აქ და ამ ფულის სამრეცხაოდ გადაიქცეს ქვეყანა (ამის კანონი მიიღეს რუსულ კანონთან ერთად), ხოლო თუ ვინმე ხმას ამოიღებს აღნიშნულზე და შეეწინააღმდეგება, რუსული კანონით გააჩუმონ.

ოლიგარქის ოცნება რომ ხართ მზად ამ სცენარისთვის, ვხედავთ, მაგრამ ხალხი არ არის თანახმა ამაზე, ხალხი, ვისაც ეკუთვნის ეს ქვეყანა!

თქვენ ვინ ხართ, რომ დაასრულოთ ამ ქვეყნის ისტორია?! ისტორიას წერს ხალხი და თქვენ ამ ისტორიაში მოღალატეების სახელით ჩაეწერებით!“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა