სალომე სამადაშვილი - სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე - შესაბამისად არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს, არის მარტივი: ან ევროპა, ან ბიძინა და რუსეთი

რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებით, „ოცნებამ“ ევროკავშირს უთხრა, რომ საქართველოში ამას ხალხი არა, ბიძინა

განსაზღვრავს, ამიერიდან და დიდი ხნით... - ამიტომ, სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

აღნიშნულით ის „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ „დღეს არ ვართ მზად, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა“, ამასთან, „არც ევროკავშირია მზად გაფართოებისთვის“.

“რა მოგვატყუა ღარიბაშვილმა გუშინ, როდესაც განაცხადა, რომ თუ რუსული კანონია დაბრკოლება ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, ახლა ხომ არ ვართ მაინც მზად გასაწევრიანებლად, როცა მზად ვიქნებით, გავაუქმებთ ამ კანონს, რა პრობლემააო. სინამდვილეში-რუსული კანონის მიღება არის დეკლარირება, რომ საქართველო დღეს კი არა, არასდროს არ იქნება მზად ევროკავშირში გასაწევრიანებლად, თუ ბიძინა ივანიშვილი დარჩება ხელისუფლებაში. რატომ?

ამ კანონის ნამდვილი მიზანია: საქართველოში დემოკრატიის, მედია და პოლიტიკური პლურალიზმის შეზღუდვა და არჩევნების ბუტაფორიად გადაქცევა.

ევროპულ სახელმწიფოში ხალხმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინ მართავს ქვეყანას, არჩევნების გზით.

რუსული კანონის ხელმეორედ დაინიცირებით, ევროკავშირს „ოცნებამ“ უთხრა, რომ საქართველოში ამას ხალხი არა, ბიძინა განსაზღვრავს, ამიერიდან და დიდი ხნით...

ამიტომ, სინამდვილეში ღარიბაშვილმა რაც თქვა არის ის, რომ ივანიშვილი უარს ამბობს ევროპულ გზაზე.

შესაბამისად, არჩევანი, რომელიც საქართველომ უნდა გააკეთოს 2024-ში არის მარტივი - ან ევროპა ან ბიძინა და რუსეთი”,- წერს სამადაშვილი.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე