ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეებმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვას პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეებმა“ ბოიკოტი გამოუცხადეს.

მისივე თქმით, აღნიშნული პარტიები ე.წ. ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებისთვის მხარის დაჭერას არ აპირებენ.

ოხანაშვილის შეფასებით, სახალხო განხილვას პარტია „საქართველოსთვის“ და „მოქალაქეების“ წევრები არ ესწრებიან, რადგან საზოგადოების წინაშე იმის დადასტურება, რომ ამ საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ უჭერენ, მათთვის პოლიტიკურად მძიმე იქნებოდა.

„თქვენ შეიძლება დასვათ შეკითხვა {ამ განხილვას} რატომ არ ესწრებიან ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლები და ეს იქნება ლეგიტიმური შეკითხვა. ჩვენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ამ საკითხთან დაკავშირებით ვცდილობდით, რომ ოპოზიციის ცალკეული წარმომადგენლების პოზიცია ყოფილიყო დაფიქსირებული. ფრიდონ ინჯია არის წარმოდგენილი დღეს ოპოზიციის კვოტით, თუმცა გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა, ისევე როგორც „მოქალაქეებმა“, ალეკო ელისაშვილმა ამ საყოველთაო სახალხო განხილვას ბოიკოტი გამოუცხადეს. ამიტომ ამასთან დაკავშირებითაც თქვენ უნდა იცოდეთ. აქ მათ პოზიციის დაფიქსირება მოუწევდათ, ეთანხმებიან თუ არა ჩვენი საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის იდეას, რომ ოჯახურ ღირებულებებს და არასრულწლოვანებს განსაკუთრებული დაცვა სჭირდებათ, ამიტომ ესეც არის ერთგვარი ლუსტრაცია...ჩვენთვის გასაგებია, რომ მათ ამ საკითხს ბოიკოტი დაარქვეს, მაგრამ მათ გაუჭირდებოდათ პასუხების გაცემა თქვენთვის, უჭერენ თუ არა მხარს ისინი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს. ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ხალხი ამ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერს, თუმცა საზოგადოების წინაშე ამის დადასტურება მძიმე იქნებოდა მათთვის პოლიტიკურად, ამიტომ მათ აქ მოსვლა ვერ გაბედეს და ამას ბოიკოტი დაარქვეს“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

ოხანაშვილის შეფასებით, საზოგადოებამ კიდევ ერთხელ მკაფიო პასუხი უნდა დააფიქსიროს გავრცელებული პროპაგანდის წინააღმდეგ.

„რაც შეეხება შინაარს, საზღვარგარეთის ქვეყნებში სულ უფრო ფართოვდება ისეთი საკანონმდებლო ჩანაწერები, სადაც ნებადართულია ერთსქესიანთა ქორწინება, სამოქალაქო პარტნიორობა, ამას ჯაჭვურად მოჰყვება შვილად აყვანა და ამას შემდგომ მოჰყვება უკვე ადრეულ ასაკშივე ბაღიდან, სკოლაში უკვე სწავლების შეტანა, ამას უწოდებენ „გენდერული თანასწორების შესახებ სწავლებას“ , - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება
ვიზიტორთა სავალდებულო დაზღვევამ „არდის“ მრავალწლიანი გამოცდილების პროდუქტზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა
სასტუმრო „პაბელონი“: თანამედროვე ინფრასტრუქტურა და ქართული მასპინძლობა