შალვა პაპუაშვილი - დიდი ხანია, ცნობილია რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ - ამ შემთხვევაში, ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა დონორებს, რომ კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებას - რომ „დასავლეთი უნდა დადგეს საქართველოს გვერდით, თუნდაც სანქციების გამოყენებით, რათა დაიცვას დემოკრატია რეგიონში“.

როგორც მან აღნიშნა, სწორედ, ეს ხალხი, ითხოვს სანქციებს საქართველოსთვის და მათ არანაირი პატრიოტული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ არ აქვთ.

„ამ განცხადებაშიც კარგად ჩანს ის ყველაფერი, თუ რა დამოკიდებულება აქვს რამდენიმე მილიონერ „ენჯეოს“ წარმომადგენელს თავისი ქვეყნის მიმართ. ეს ხალხი იყო ზუსტად, ვინც ამბობდა, რომ არ უნდა მოეცათ კანდიდატის სტატუსი, ეს ხალხია, რომლებიც ახლა ითხოვენ სანქციებს საქართველოსთვის. არანაირი პატრიოტული დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის მიმართ არ აქვთ. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის. დიდი ხანია, ცნობილია რამდენიმე „ენჯეო“, რომლებიც პირდაპირ მუშაობენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში, სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება