კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსის ფარგლებში, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის თანამონაწილეობით წარდგენილმა პროექტმა გაიმარჯვა

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, კონკურენციული ინოვაციის ფონდის (CIF) საგრანტო კონკურსში, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს მიერ მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ავსტრიის გრაცის უნივერსიტეტის პარტნიორობით თსსუ-ის პროექტმა: „მიკრომორფოლოგიური პრეპარატების ციფრული ბაზის შექმნა და მისი გამოყენება პათოლოგიური ანატომიის სასწავლო პროცესში ინოვაციური მოდულების და ხელოვნური ინტელექტის კომპონენტებზე დაფუძნებული სადოქტორო პროგრამის შესაქმნელად“ (ხელმძღვანელი პროფესორი - რიმა ბერიაშვილი) გაიმარჯვა.

„პროექტში ხელოვნური ინტელექტის ეთიკურ და სამართლებრივ საკითხებში ექსპერტის სტატუსით ჩართულია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერის მრჩეველი, USAID-ის ექსპერტი ხელოვნური ინტელექტის სამართლის და პოლიტიკის საკითხებში, პროფესორი - ზვიად გაბისონია.

აღნიშნული პროექტი განხორციელდება კონსორციუმის ფარგლებში, რომლის წევრები არიან თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და ავსტრიის გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი.

პროექტის ინოვაციურობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში, ციფრული სკანერის საშუალებით, სასწავლო პროცესისათვის პირველად განხორციელდება საარქივო და მიმდინარე შემთხვევების პრეპარატების დიგიტალიზაცია, ციფრული პრეპარატების ინტერაქტიულად გარდაქმნა და სტუდენტთა შეფასებისა და თვითშეფასების ახალი ალგორითმების შემუშავება. პროექტის ფარგლებში, გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის პათოლოგიის დიაგნოსტიკისა და კვლევის ინსტიტუტთან ერთად შემუშავდება ბილატერალური სადოქტორო პროგრამა პათოლოგიაში ხელოვნური ინტელექტის კომპონენტების გამოყენებით.

პროექტის განხორციელების შედეგად შექმნილი მონაცემთა ბაზა, მორფომეტრიის ინსტრუმენტები და ინფორმაციის დამუშავების ალგორითმები მრავალი სამედიცინო სპეციალობის კვლევითი პროექტების განხორციელებისთვის იქნება ხელმისაწვდომი და მუდმივად გამდიდრდება არა მხოლოდ კლინიკური, არამედ კვლევითი მონაცემებით, რაც კიდევ უფრო საინტერესოს გახდის სასწავლო პროცესს და ხელს შეუწყობს სტუდენტების კვლევით პროექტებში ჩართულობასაც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
კახა ოქრიაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - იმედია, მათი ქაოტური, 180-გრადუსიანი ტრიალი ყველა მიმართულებით უფსკრულში არ გადაგვჩეხავს!
როგორ ხდება უძრავი ქონების საინვესტიციოდ შეფასება?
„ამბასადორი აილენდ ბათუმი” ინოვაციურ პროექტს და საქართველოს განსაკუთრებულ საინვესტიციო პოტენციალს დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
26 აპრილი „არქიში“ დიდი ფასდაკლების დღეა