სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს თსუ-სთან აპროტესტებენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან სტუდენტები “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას მართავენ.

შეკრებილები ლექტორატს მოუწოდებენ, რომ განცხადების სახით მაინც დაუჭირონ მხარი სტუდენტებს.

“აქ შეკრებილი ახალგაზრდები ძირითადად არიან თსუ-ს უნივერსიტეტის სტუდენტები, ასევე, გვიერთდებიან სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც.

ამ აქციას რამდენიმე მიზანი აქვს, პირველ რიგში, ის რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობიდან იწყებოდა ყველაზე დიდი სტუდენტური მუხტი და დღესაც საჭიროა, რომ თსუ აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში.

ლექტორატს მოვუწოდებთ, რომ განცხადების სახით მაინც დაგვიჭირონ მხარი, ასევე გვინდა დააფიქსიროს მათი მკაფიო პოზიცია იმასთან დაკავშირებით ემხრობიან თუ არა “რუსულ კანონს”, - განაცხადა გიორგი სეხნიაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” მიერ 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე და აღნიშნა, რომ მთავრობას ეშინია, ამიტომ მათი მიზანია ძალის ჩვენება.

“ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ეშინიათ. ისინი ხედავ, რომ ათასობით ახალგაზრდა ყოველდღიურად იკრიბება თბილისის ქუჩებში. ძალის წარმოჩენა უნდათ, რომ არც ისინი არ არიან ცოტა.

ყველამ კარგად იცის საით არის ნათელი და სწორი მხარე”,- განაცხადა სტუდენტური მოძრაობა “ნაბიჯის” ერთ-ერთი წევრმა, გიორგი სეხნიაშვილმა.

შეკრებილების განცხადებით აქცია პარლამენტთან გაგრძელდება, ისინი თსუ-დან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ.

ახალგაზრდების თქმით, პროტესტს არ შეწყვეტენ იქამდე, ვიდრე ხელისუფლება უკან არ გაიწვევს კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე