ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი დავით სიმონია იღებდა მონაწილეობას

2024 წლის 11-12 აპრილს ერევანში გამართულ მე-5 სომხურ-ქართულ სამართლებრივ ფორუმში ქართულ დელეგაციასთან ერთად იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი - დავით სიმონია იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას იურიდიული დახმარების სამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, დავით სიმონიამ დამსწრე საზოგადოებას გაუზიარა იურიდიული დახმარების სამსახურის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია.

„განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია სამსახურში დანერგილმა ინოვაციურმა ციფრულმა პროგრამებმა, როგორიცაა იურიდიული საქმისწარმოების მართვის საინფორმაციო სისტემა (Case Bank), მობილური აპლიკაცია (Las Georgia) და ასევე ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გამოიყენება კონსულტაციების გაწევისას.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქართველოს იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად დაეხმარება სომხურ მხარეს ზემოაღნიშნული საკითხების დანერგვასა და განხორციელებაში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს