გივი მიქანაძემ ბრიუსელში გამართულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ქვე-კომიტეტის თავმჯდომარემ, გივი მიქანაძემ, ბრიუსელში ევროპის ადვოკატთა ასოციაციებისა და იურიდიული საზოგადოებების საბჭოს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენციის მიზანი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების გაზრდის მიზნით დამატებით მექანიზმებზე მსჯელობა წარმოადგენდა. მათივე ცნობით, სიტყვით გამოსვლაში, გივი მიქანაძემ, კონფერენციის მონაწილეთა ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის როლზე გადაწყვეტილებათა აღსრულების მიმართულებით.

„გივი მიქანაძემ იმ შესაძლო დამატებითი მექანიზმების შემოღებაზე ისაუბრა, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მინისტრთა კომიტეტის უფრო შედეგიან საქმიანობას სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულების კუთხით.

კონფერენციას ესწრებოდნენ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებაზე, ევროპის ქვეყნების სახელმწიფო წარმომადგენლები სტრასბურგის სასამართლოში, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს