„დრესაპ ჯგუფი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა

დრესაპ ჯგუფი“, რომელიც მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების კოლექციებს სთავაზობს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ჯგუფი მუდმივად ხელს უწყობს ქართულ წარმოებას და ამ მიზნით, 2021 წელს საწარმოც დააარსა, სადაც ორი ქართული ბრენდის, ფეხსაცმელი იწარმოება.

„დრესაპ ჯგუფი“, რომელიც უკვე 30 წელზე მეტია, რაც ქართულ ბაზარზე მოღვაწეობს და მომხმარებელს მსოფლიოს წამყვანი ბრენდების ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა თუ აქსესუარების კოლექციებს სთავაზობს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ბაზარზე წარმოდგენილია 80-ზე მეტი, როგორც მონობრენდული, ასევე მულტიბრენდული (Jeans Gallery, Factory, Atrio, Kid’s Gallery) მაღაზიითა და ელ-კომერციის პლატფორმით, Dressup.ge. მის პორტფოლიოში კი 100-ზე მეტი ბრენდია, მათ შორის: Levi’s, Calvin Klein, Tommy Hilfiger, Guess, Tommy Jeans, Lee, Wrangler, Lacoste, Gant, Etam, Samsonite, Hummel, Vans, Birkenstock და სხვა.

საერთაშორისო ბრენდებთან ერთად, ჯგუფი მუდმივად ხელს უწყობს ქართულ წარმოებას და ამ მიზნით, 2021 წელს საწარმოც დააარსა, სადაც ამჟამად ორი ქართული ბრენდის, სავალისა და Atrio x Ruso-ს ფეხსაცმელი იწარმოება.

ამასთან, კორპორატიული პასუხისმგებლობის მიმართულებით, კომპანია მხარს უჭერს ქართული ენის გაძლიერებისკენ მიმართულ მოძრაობას, „არაბარბარიზმებს“ და ფერეიდნელების ინტეგრაციას ქართულ საზოგადოებაში - იქნება ეს მათი კურსების დაფინანსებით, კომპანიაში დასაქმებითა თუ სხვადასხვა აქტივობების ხელშეწყობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტ სოსო ფხაკაძის თქმით, წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ერთიანი ძალისხმევით შესაძლებელია ბიზნესის სამართლიანი და არგუმენტირებული ინტერესების დაცვა და ადვოკატირება.

„მივესალმებით დრესაპ ჯგუფს საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში. ჯგუფი უკვე 30 წელია წარმოდგენილია ბაზარზე და მსხვილ ბიზნესს წარმოადგენს, რომელიც ორიენტირებულია როგორც მომხმარებლის ინტერესებზე, ასევე ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებაზე. სწორედ ასეთ წარმატებულ კომპანიებთან თანამშრომლობითა და ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ ბიზნესის სამართლიანი და არგუმენტირებული ინტერესების დაცვასა და ადვოკატირებას“- განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„მოხარულები ვართ, რომ ბიზნეს ასოციაციის წევრი გავხდით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ დრესაპისა და ჩვენი კოლეგების სახელით, გავაჟღეროთ სექტორში არსებული პრობლემები და დარწმუნებული ვართ, რომ ურთიერთთანამშრომლობითა და ერთობლივი ძალებით, შევძლებთ დავიცვათ როგორც ბიზნესის, ასევე ჩვენი მომხმარებლის ინტერესები“ - განაცხადა დრესაპ ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე სამხარაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.05.2024
კახა ოქრიაშვილი - ძალიანაც რომ მოინდომონ „ოცნებამ“ და რუსეთმა, საქართველოში ომი მაინც არ იქნება!
„ოკიტელის“ ოფიციალური წარმომადგენლობა - საქართველო კავკასიის ჰაბია, სადაც ჩვენი ტექნოლოგიების დანერგვა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონთან უფრო მარტივად დაგვაკავშირებს
საუკეთესო პრემიალური სასმელი და საუკეთესო მარკეტინგული კამპანია „ლიმონათი ბორჯომისგან“ Zenith Global’s InnoBev Awards 2024-ის გამარჯვებულია
კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 5 წლისაა
მდგომარეობა კრიპტოვალუტის ბაზრებზე - მაღალი სიხშირის მერყეობა და სხვა პარამეტრები
Technovation Girls SAKARTVELO 2024-ის გამარჯვებულები
მასშტაბური ცვლილება ფინანსური ანგარიშგების წარდგენის სტანდარტში: ფასს 18 (IFRS 18)