Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“

„საქართველოს ბანკი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება „ხელმისაწვდომი AI : ბიზნესის ყოველდღიური დავალებების ავტომატიზაციისთვის“, 25 აპრილს, ბათუმში, Ripple.space - ში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ღონისძიებაზე საერთაშორისო კონსულტანტი, Bankso Nomand Fest - ისა და Accessible AI Podcast - ის თანადამფუძნებელი და მონაცემთა მეცნიერი - შოლა აბიდოიე ბიზნესის წარმატებაში AI-ს როლზე ისაუბრებს და სტუმრებს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ყველას. ის განსაკუთრებით სასარგებლო მარკეტერებისთვის და იმ ბიზნესის მფლობელებისთვის იქნება, რომლებიც საკუთარი ბიზნეს საქმიანობაში ჯერ კიდევ არ იყენებენ AI ინსტრუმენტებს.

„საქართველოს ბანკი მუდმივად მუშაობს სიახლეების დანერგვაზე, როგორც კომპანიის შიგნით, ასევე აქტიურად ვუჭერს მხარს საინტერესო პროექტებს, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებისკენ არის მიმართული. ჩვენ და Startup Grind-ი რამდენიმე წელია ვპარტნიორობთ და მოხარულები ვართ, რომ ეს თანამშრომლობა 2024 წელსაც წარმატებით გრძელდება. მომდევნო ღონისძიება ბათუმში გაიმართება, სადაც ძალიან საინტერესო სპიკერი ბიზნესის წარმომადგენლებს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას თუ როგორ შეუძლიათ მათ AI-ის ინტეგრაცია საკუთარი ბიზნეს საქმიანობის გასამარტივებლად. შეხვედრაზე ბიზნესებს შესაძლებლობა ექნებათ, მიიღონ ინფორმაცია თუ რა ინსტრუმენტებია ხელმისაწვდომი მათთვის და როგორ შეიძლება მათი გამოყენება ისეთი დავალებების ავტომატიზაციისთვის, რომლებიც დიდ დროსა და ფინანსურ რესურსს მოითხოვენ. ჩვენ კი აქ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ისეთი პროექტების მხარდაჭერას რომელიც ბიზნესებისთვის ყოველდღიური პროცესების გამარტივებას შეუწყობს ხელს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

Startup Grind ინგლისურ ენაზე ჩატარდება და მასზე დასასწრება უფასოა.

ღონისძიებაზე დასასწრებად აუცილებელია გაიაროთ რეგისტრაცია.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე