ალექსანდრე ვინიკოვი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე - არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის

მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის, - ამის შესახებ ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში, ალექსანდრე ვინიკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოს პარლამენტში ინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა.

„ის, რისი თქმაც შემიძლია, არის, რომ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელიც საქართველოში რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა, მან გააკეთა საჯარო განცხადება კანონპროექტის წარდგენის შემდეგ და განაცხადა, რომ ეწინააღმდეგებოდა ამ კანონის შემოღების მცდელობას, რადგან ის ნამდვილად ეწინააღმდეგება საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, ის, რისი გაკეთებისკენაც მან ჩვენს ქართველ მეგობრებს მოუწოდა. მიგვაჩნია, რომ ის არ შეესაბამება ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რისკენაც საქართველო ისწრაფვის“, - აღნიშნა ალექსანდრე ვინიკოვმა.

მისი თქმით, ასევე მოისმინა ის განცხადებებიც, რაც ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა აღნიშნული კანონპროექტის შესახებ გააკეთეს.

„რისი თქმაც შემიძლია ნატო-ს მხრიდან, არის, რომ ის არ შეესაბამება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებასთან, რაც ჩვენ გვსურს, რა თქმა უნდა, რომ საქართველოში მოხდეს, რათა ქვეყანამ ნატო-ში გაწევრიანების მოთხოვნები დააკმაყოფილოს“, - აღნიშნა ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის