ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციის ახალი პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით, ღვინის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა

„ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“ საქართველოს მთავრობამ მიმდინარე წლის 8 აპრილს დაამტკიცა და ძალაში 22 აპრილიდან შევიდა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ შეხვედრის მონაწილე საქართველოში მოქმედ მეღვინეობის ასოციაციების წარმომადგენლებს პროგრამის მიზანი და პირობები გააცნო.

„პროგრამის მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა იყოს მეტად მოქნილი და გამჭვირვალე. პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ქართული ღვინის ფესტივალები, თემატური გამოფენები, კონკურსები და საგანმანათლებლო ღონისძიებები”, - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

მათივე ინფორმაციით, პროგრამაში დეტალურად არის გაწერილი გამოფენა-ფესტივალების, კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზატორების თანადაფინანსების პირობები და ანაზღაურების ოდენობა, იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომლებიც უნდა წარმოადგინონ პროგრამის ფარგლებში დაფინანსების მიღების მსურველმა იურიდიულმა პირებმა (https://wine.gov.ge/Ge/News/37104)

ამასთან, განმარტავენ, რომ ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის და სხვა ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზაციული და ფინანსური მხარდაჭერით, არაერთი ღონისძიება მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე