შალვა პაპუაშვილი - ქედმაღლური ზემოდან დახედვა, რომ ევროპარლამენტია ევროპა და საქართველო არ არის ევროპა, ჩვენთვის მიუღებელია - ევროპარლამენტის რეზოლუცია სამწუხარო განმეორებაა იმ სერიისა, რომელიც ცილისწამებით იყო გაჯერებული

ეს არის სამწუხარო განმეორება იმ რეზოლუციების სერიისა, რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, გარკვეული პირების მხრიდან, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დასავლეთში მოქმედ რეგიონალური მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რითაც ევროპარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუციას გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ევროპარლამენტარებმა არ იციან, როგორი რუსული პროპაგანდა ჩადეს რეზოლუციის პროექტში.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ევროპარლამენტი იღებს რეზოლუციას საქართველოსთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ, აცდენილია რეალობას, პრაგმატიზმსა და რაციონალიზმს. ჩვენ გვახსოვს ბოლო სამი რეზოლუცია, რომელშიც დამნაშავეები გმირებად იყვნენ გამოცხადებულნი - გმირები კი დამნაშავეებად. ასევე გვახსოვს რეზოლუციები, სადაც სანქციები იყო მოთხოვნილი, მაგალითად, ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა. ეს არის სამწუხარო მოცემულობა. ევროპარლამენტის კომპეტენციას არ წარმოადგენს არც კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არც მოლაპარაკებების გახსნა - არგახსნა. ეს გახლავთ პოლიტიკური დეკლარაციები, რომლებიც სამწუხაროდ გაჯერებულია პოლიტიკური დღის წესრიგით. ევროპარლამენტის ეს მოწვევა თავის თავს მალე ამოწურავს, ივნისში იქნება არჩევნები. არსებობენ გარკვეული ჯგუფები, ევროპარლამენტში, რომელთა დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ ცნობილია. ისინი ამოწურავენ მანდატს და ასეთი ტიპის „პწკენები“ უფრო ტოვებს ისეთ აღქმას, რომ ეს არის პირადი ვენდეტა და ბრაზი, რომელიც უნდა გამოხატონ რეზოლუციის სახით. ზოგიერთი ამ დეპუტატებიდან აღარ იქნებიან ევროპარლამენტში და დაბრუნდებიან თავიანთ ქვეყანაში, მშვიდად გადაბრუნდებიან და დაიძინებენ. ჩვენ ამ სიმშვიდის უფლება არ გვაქვს. ნახეთ, რომ ინიციირებულ რეზოლუციაში ერთ წინადადებაში აფხაზეთი და ყირგიზეთი ერთად იყო მოხსენიებული, როგორც სახელმწიფო. აი, ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ესმით საქართველოს კონტექსტი, იციან რა არის კარგი საქართველოსთვის და ისიც არ იციან, თუ როგორი რუსული პროპაგანდა ჩადეს რეზოლუციის პროექტში. ამიტომ თავისთავად თავქარიანი დამოკიდებულება საქართველოს მიმართ ჩვენთვის მიუღებელია და ამიტომაც, რაიმე განსაკუთრებულ დატვირთვას ჩვენ ასეთ რეზოლუციას არ ვაძლევთ, მითუმეტეს იმ გამოსვლების ფონზე, რომელიც ვიხილეთ დებატების დროს. ზოგადად, სამწუხარო დამოკიდებულება არის საქართველოს მიმართ, თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართ, არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ, ასეთი დამოკიდებულებაა ქვეყნების მიმართ, რომ - ევროპარლამენტია ევროპა და საქართველო არ არის ევროპა. ეს მიუღებელია ჩვენთვის. ეს არის სამწუხარო განმეორება იმ რეზოლუციების სერიისა, რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, გარკვეული პირების მხრიდან. განსაკუთრებით მიუღებელი იყო ერთ-ერთო ევროპარლამენტარის მხრიდან საქართველოს პოლიციაზე თავდასხმა. ეს არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია.“-განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
არმაზ ახვლედიანი - „ქართულმა ოცნებამ“ ისეთ დღეში ჩაიგდო თავი, რომ იმ უიშვიათეს შემთხვევაშიც კი, როცა ის შესაძლოა, მართალიცაა, მისი აღარავის სჯერა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო