შალვა პაპუაშვილი - განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია

ზოგადად, ძალიან სამწუხარო დამოკიდებულება არის ზოგიერთი ევროპარლამენტარის მხრიდან, არა მხოლოდ საქართველოს მიმართ. თუ დააკვირდებით მათ აქტივობებს სხვა ქვეყნების მიმართაც, მათი დამოკიდებულება არის გარკვეულად ქედმაღლური, ზემოდან დახედვა ქვეყნების მიმართ , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბათუმში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება მიუღებელია.

,,ისეთი დამოკიდებულებაა, თითქოს ევროპარლამენტი არის ევროპა და საქართველო - არა. ეს რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის. ჩვენ ისეთივე ევროპული ქვეყანა ვართ, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნები და გარკვეული მეურვეობითი დამოკიდებულება ქვეყნის მიმართ, ზემოდან ქედმაღლური ყურება არის მიუღებელი. რეზოლუცია არის სამწუხარო განმეორება რეზოლუციების სერიისა, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და რომელიც გაჯერებული იყო ცილისწამებით საქართველოს მიმართ, ცალკეული პირების მიმართ და ამას გარკვეულწილად შეჩვეული ვართ. აქვე განსაკუთრებულად მიუღებელი იყო ერთ-ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ქართულ პოლიციაზე თავდასხმა და ვთქვი კიდეც, რომ პოლიციაზე თავდასხმა არის სახელმწიფოზე თავდასხმა და ეს მიუღებელია“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა