შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტის რეზოლუციაზე - ეს არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს - მისი ფარატინა ქაღალდობა საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ დამტკიცდა

ეს რეზოლუცია არის პოლიტიკური დეკლარაცია, რომელსაც არავითარი სამართლებრივი ძალა არ აქვს. მისი ფარატინა ქაღალდობა არაერთხელ დამტკიცდა საქართველოსთან მიმართებით, - ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია, სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზეა საუბარი.

პაპუაშვილის განცხადებით, ეს და წინა მსგავსი შინაარსის რეზოლუციები სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში.

„ახლა განსაკუთრებით ხაზი გაესვა ამ რეზოლუციის არასერიოზულობას იმით, რომ მისი ინიციატორები იმაზეც კი არ დაფიქრდნენ, რომ აფხაზეთი ყირგიზეთთან ერთად ლამის სახელმწიფოდ მოიხსენიეს. ასეთ ხალხთან გვაქვს ურთიერთობა, დღესაც ვსაუბრობთ ევროპარლამენტარების იმ ჯგუფზე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ ასეთ გადაწყვეტილებას იღებს. ეს არ არის პირველი ასეთი დეკლარაცია, უკვე მეოთხეა რიგში. როგორც წინა 3 დეკლარაციას არ ჰქონდა არანაირი ფასი არც ჩვენი ქვეყნისთვის და მათ შორის, არც ევროკავშირისთვის, ასე დარჩება ეს დეკლარაციაც. სამწუხარო ისტორიაა ევროპარლამენტის არქივებში“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განმარტებით, პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ევროპარლამენტარები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

„ეს არის მიხეილ სააკაშვილის მფარველების გუნდი, რომელიც ავტომატურად არ არიან ქართველი ხალხის მეგობრები. ის, ვინც არის მიხეილ სააკაშვილის მეგობარი, ვერ იქნება ქართველი ხალხის მეგობარი. ეს არის ის ხალხი, რომელმაც თავის დროზე შეაგულიანეს მიხეილ სააკაშვილი, რომ საქართველოსი შემოპარულიყო. რომ არა ჩვენი უსაფრთხოების სამსახურების სწრაფი მოქმედება, სააკაშვილის აღმოჩენა და დაკავება, რა იქნებოდა საქართველოს ბედი ამის შემდეგ და რა დატრიალდებოდა, ამ ევროპარლამენტარებს ნაკლები დარდი ექნებოდათ ამასთან დაკავშირებით, მშვიდად იქნებოდნენ თავიანთ დედაქალაქებში, ქართველებს რა ბედი გვეწეოდა, თავისი მიზნებისთვის რომ მიეღწია მიხეილ სააკაშვილს, როდესაც ის შემოიპარა, ეს ჩვენ უნდა გვეკითხა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა დღეს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციას მხარი 425-მა დეპუტატმა დაუჭირა, 25 წინააღმდეგი იყო, 30-მა კი თავი შეიკავა. მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მათ შორის უვიზო რეჟიმის გადახედვასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირების მოთხოვნაზეა საუბარი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის