იაგო ხვიჩია - კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული?

კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული? - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, ყველაზე მთავარი, რაც ამ რეზოლუციამ გვაჩვენა, არის დისკუსიის დამთავრება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი რუსული.

„ყველაზე მთავარი, რაც ამ რეზოლუციამ გვაჩვენა, არის დისკუსიის დამთავრება იმასთან დაკავშირებით, არის თუ არა ეს კანონი რუსული. კანონი, რომელიც ვიზალიბერალიზაციას გართმევს, ხელს გიშლის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებების დაწყებაში, როგორც შეიძლება თავისი შინაარსით არ იყოს რუსული? მე მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, იყოს გულწრფელი საკუთარ ამომრჩეველთან, ან გამოიხმოს ეს კანონპროექტი თვითონ, როგორც ეს გასულ წელს გააკეთა, ან ღიად გამოაცხადოს, რომ “ჩვენ ვართ პრორუსი მთავრობა, გვიყვარს პუტინი, უარს ვამბობთ ევროპაზე“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ამავე თემაზე საუბრისას ხვიჩიამ აღნიშნა, რომ „როგორც „რუსულ კანონზე“ არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ინტერესების გადაყოლება, ისევე არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილზე გადაყოლება“.

„ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებდით საქართველოს ხელისუფლებას, რომ ამ ქვეყნის ინტერესები არავისთვის არ გადაეყოლებინათ. იქნებოდა ეს მიხეილ სააკაშვილის ციხეში ყოფნა თუ ნებისმიერი სხვა რამ. ისევე, როგორც „რუსულ კანონზე“ არ შეიძლებოდა ამ ქვეყნის ინტერესების გადაყოლება, ისევე არ შეიძლებოდა მიხეილ სააკაშვილზე გადაყოლება.

ამიტომ ვამბობდით ჩვენ მიხეილ სააკაშვილის დაჭერის პირველივე დღიდან, რომ საზღვარგარეთ გადაეგზავნათ სამკურნალოდ, იმისთვის, რომ პრობლემა არ შეუქმნას ამ ქვეყნის მომავალსა და პერსპექტივას. მაგრამ “ქართულმა ოცნებამ” ჩემი აზრით, იმისთვის, რომ საბოლოოდ აქამდე მისულიყო ეს საკითხი, მიხეილ სააკაშვილის თემაც უსაშველოდ გაწელა და “რუსული კანონიც” ნერვების მოსაშლელად შემოიტანა საქართველოში”, - განაცხადა ხვიჩიამ.

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს