შალვა პაპუაშვილი - „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად აცდენილია იგი რეალობას, ასევე, რა წარმოდგენა აქვთ საქართველოს, საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ

საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით "ევროპის სახალხო პარტიის" მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ის აღნიშნავს, აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს იგი “ღალატობს” დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს.

,,საქართველოს გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მიერ ევროპარლამენტის რეზოლუციის პროექტში შეტანილი ასეთი ჩანაწერები ნათლად აჩვენებს, რამდენად ნაკლოვანია ეს რეზოლუცია და როგორ არის იგი რეალობას აცდენილი. იგი ასევე კარგად აჩვენებს, რა ზედაპირული წარმოდგენა აქვთ საქართველოს, მისი კონტექსტის, საჭიროებების, ტკივილისა და ბრძოლების შესახებ.

აფხაზეთის რეგიონის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღნიშვნა ისეთივე მცდარია, როგორც გამჭვირვალობის კანონპროექტისთვის “რუსული კანონის” დარქმევა, ან თითქოს იგი “ღალატობს” დემოკრატიული განვითარების მისწრაფებებს. მსგავსადვე, იგი უსაფუძვლოდ მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების ან ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესებისკენ.

რეპუტაციასთან თამაშის ნაცვლად, ევროპარლამენტარ კოლეგებსა და საქართველოს ოპოზიციას ვურჩევდი ფაქტებით საუბარს. ასევე, ვისურვებდი, მათ ეს ენერგია დაეხარჯათ აფხაზეთისა და ცხინვალის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებად აღიარებაში ევროკავშირის დარწმუნებაში”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება