შალვა პაპუაშვილი - დეზინფორმაცია და ტყუილია, ვითომ სახელმწიფოსგან რაიმე ქონება შევიძინე - რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ის დარეგისტრირდა რეესტრში

ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომ ვითომ სახელმწიფოსგან რაიმე ქონება შევიძინე - რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ის დარეგისტრირდა რეესტრში“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, გასაჯაროებული დოკუმენტები, რომელშიც მის მიერ მიწის ნაკვეთის 1 ლარად შესყიდვა არის ასახული, მედიასაშუალებების მხრიდან დეზინფორმაციაა.

„რაც შეეხება დეზინფორმაციას, რომელიც „ნეტგაზეთმა„ და “ბათუმელებმა” გაავრცელეს, ნახეთ, რომ ბოდიშის მოხდა მოუწიათ ამის გამო. ეს არის დეზინფორმაცია და ტყუილი, რომ ვითომ სახელმწიფოსგან რაიმე ქონება შევიძინე. არანაირ კავშირში არ არის სახელმწიფოსგან შეძენასთან. ეს არის პაპაჩემისეული მიწა, რომელიც პაპაჩემს ჰქონდა, შემდეგ კი მე და ჩემს ბიძაშვილს ერთად. ერთ ლარად იმიტომ არის, რომ ფაქტობრივი თანასაკუთრება იყო წლები, ჯერ გვქონდა იჯარა - გამოსყიდვით. 14 წლის წინ შევისყიდეთ, შემდეგ მოხდა ამის გამიჯვნა. რაც იყო ფაქტობრივი მდგომარეობა, ის დარეგისტრირდა რეესტრში და რომელიც არის ნასყიდობის ხელშეკრულებით. სამწუხაროა, რომ „ნეტგაზეთი“ და „ბათუმელები“ არიან ის მედიასაშუალებები, რომლებიც მალავენ დამფინანსებლებს, რომლებიც სავარაუდოდ ფინანსდებიან "ევროპის დემოკრატიისა" და "ამერიკის დემოკრატიის" ფონდებიდან. ეს არის ორი ორგანიზაცია, რომელიც ფარულად აფინანსებს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს. ზუსტად ეს ორი დონორი იყენებს ამ ორ მედიასაშუალებას, რომ თავს პარლამენტის წევრებს დაესხან და რამენაირად ზიანი მიაყენონ კანონპროექტს. ეს კანონპროექტი [„უცხოური ძალის გამჭვირვალობის შესახებ“] ასევე მათ გამჭვირვალობასაც ეხება", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა