რომან გოცირიძე - „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა - რომ წარმოვიდგინოთ, 2012 წლიდან დღემდე, ბათუმი და ქუთაისი საქართველოს რუკიდან გაქრა

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ „საქსტატის“ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა - რომ წარმოვიდგინოთ, 2012 წლიდან დღემდე, ბათუმი და ქუთაისი საქართველოს რუკიდან გაქრა, - ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც მიგრაციის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია შეაფასა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების" პირობებში ქვეყანა დაიცალა და თუკი ასე გაგრძელდება ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი დარჩება, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით, ქვეყანას დაიცავს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, ეს ხელისუფლება არჩევნების გზით უნდა წავიდეს.

„გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ამ მონაცემებს შეიძლება ვუწოდოთ დემოგრაფიული კატასტროფის ქრონიკა. ველოდით, რომ ქვეყანა იცლებოდა, გარბოდა ხალხი უმუშევრობისა და უამრავი სხვა პრობლემის გამო, მაგრამ ის რიცხვები, რაც ახლა ჩვენ ვნახეთ, ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს. გასულ წელს საქართველო დატოვა 163 480-მა ჩვენმა მოქალაქემ. თუ არ არის კატასტროფა, რა უნდა ვუწოდოთ ამას?! ამავე პერიოდში დაბრუნდა 92 000 ჩვენი მოქალაქე და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 72 000 კაცი, მაშინ როდესაც შარშან უარყოფითი სალდო იყო 46 000, შარშან წინ 40 000. 2012 წლიდან დღემდე საქართველო დატოვა 943 000-მა ჩვენა მოქალაქემ. უკან დაბრუნდა 626 000 და უარყოფითმა სალდომ შეადგინა 316 000. ანუ, 2012 წლიდან დღემდე რომ წარმოვიდგინოთ, ბათუმი და ქუთაისი გაქრა საქართველოს რუკიდან. „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში ქვეყანა დაიცალა. თუ ასე გაგრძელდება, ქვეყანაში არც სამუშაო ძალა გვექნება და არც ადამიანი, რომელიც თუნდაც უსაფრთხოების კუთხით ქვეყანას დაიცავს. გამოსავალი არის ერთი რამ - ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს. გვაქვს ამის შანსი. დარჩა 5-6 თვე და არჩევნების გზით უნდა მოვიცილოთ ის რეჟიმი, რომელმაც ქვეყანა დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა“, - განაცხადა გოცირიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის