გოგიტა თოდრაძე - მოსახლეობის რაოდენობა 2003-2012 წლებში 220 ათასით, 2012-2023 წლებში კი 23-24 ათასი ადამიანით შემცირდა

„საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, მოსახლეობის რაოდენობა 2003-2012 წლებში 220 ათასით, 2012-2023 წლებში კი 23-24 ათასი ადამიანით შემცირდა. აღნიშნულის შესახებ თოდრაძემ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

„წინა წელთან შედარებით მოსახლეობის რიცხოვნობა [2023 წელს] 1.1%-ითაა შემცირებული. თუ წინა პერიოდის მონაცემებს განვიხილავთ, მაგალითად, 2012-2023 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა 1%-ზე ნაკლებად, 0.6-0.7%-ით შემცირდა, ეს არის დაახლოებით, 23-24 ათასი ადამიანი, ხოლო 2003-2012 წლებში აღნიშნული მაჩვენებელი შემცირებულია დაახლოებით 220 ათასი კაცით“,- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო