„ლელო“ - ვუერთდებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს - მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას, არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდება.

მათი ცნობით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება რომლითაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს “რუსულ კანონს” უჭერს.

“ლელო“ ხელმძღვანელობს რა ქართველი ხალხის ინტერესებით და ქვეყნის ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ურყეობის კონსტიტუციური საფუძვლებით, უერთდება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს.

ჩვენ ვდგავართ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გვერდით, რათა კიდევ ერთხელ მშვიდობიანად, მკაფიოდ და ხმამაღლა ვუთხრათ კი ევროპას და არა რუსულ კანონს!

ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთის ინტერესებს, გეგმავს შექმნას ვითარება რომლითაც აჩვენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის ნაწილი ევროკავშირში ინტეგრაციის წინააღმდეგია და მხარს რუსულ კანონს უჭერს. ამისათვის ხელისუფლება აიძულებს საჯარო სამსახურში და სხვა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ პირებს, რომ მონაწილეობა მიიღონ ქართული ოცნების მიერ ორგანიზებულ აქციაში. ჩვენ გვჯერა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები კარგად აცნობიერებენ, თუ რას ნიშნავს საქართველოს რუსეთიზაცია და ახსოვთ ვლადიმერ პუტინის მიერ მოწყობილი პარტიული აქციები ოლეგ გაზმანოვისა და სხვა რაშისტი კულტურის მუშაკების მონაწილეობით.

მოვუწოდებთ ყველას, არ დაემორჩილოთ რუსული ხელისუფლების იძულებას. არ გახდეთ ქვეყნის რუსეთიზაციის მონაწილეები.

ჩვენი ადგილი ევროკავშირშია. ესაა გადამწყვეტი მომენტი, რომელშიც თითოეულმა თქვენგანმა უნდა გაიხსენოს ყველა ის ნაბიჯი, რომელიც აქამდე გადაუდგამს ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციისათვის და მიიღოს გადაწყვეტილება დარჩება თავისი თავის ერთგული, თუ გახდება ბიძინა ივანიშვილის რუსული ხელისუფლების ნაწილი.

ჩვენ არ უნდა მივცეთ ბიძინა ივანიშვილს შესაძლებლობა დაყოს ქართული საზოგადოება, რადგან დღეს არ კეთდება არჩევანი ამ ან სხვა პარტიას შორის. არჩევანი გაკეთებულია - ერთ მხარეს დგას ქართველი ხალხი, რომლის არჩევანიც ევროკავშირია, მეორე მხარეს კი რუსეთი.

„ლელო“, ქართველ ხალხთან ერთად, ერთიანი ძალებით, კოორდინირებულად ვემზადებით წინააღმდეგობისთვის რუსული კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისათვის. ჩვენ ერთად, მტკიცედ განვაცხადებთ, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია

კი ევროპას! არა რუსულ კანონს! არა რუსულ მთავრობას! - წერია პარტია „ლელოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ემილ ავდალიანი - საქართველოს საგარეო პოლიტიკის ტრანსფორმირების პროცესმა, რომელიც 2022 წლიდან დაიწყო, შესაძლოა, ირან-აშშ-ის ომის დამთავრების შემდეგ მიიღოს სრული ფორმა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
ზვიად კორძაძე იურიდიული ფირმების ასოციაციის თავმჯდომარედ აირჩიეს
„ბაკურიანი” გიორგი მიქაუტაძესთან ერთად, ახალ ლიმიტირებულ შეფუთვას წარმოგიდგენთ
ვეტცელი 1908 - ბაზისბანკი თანამედროვე სტუმარ-მასპინძლობის გასტრონომიური სახლის მხარდამჭერია
Skillwill-ის კოლეჯში წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო - შექმენი შენი წარმატებული ტექნოლოგიური მომავალი
„თეთრი კვადრატის“ რებრენდინგი - კომპანია განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა
„სილქნეტი“ Tatuza Jazz Club-ის მხარდამჭერი გახდა