ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულთან ლევან ხარაბაძესთან ერთად გორის მუნიციპალიტეტში მინდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, გორში ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს.

„გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩასა და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს. პროექტი ითვალისწინებს 1 033 გრძივი მეტრი გზის მოწყობას საფეხმავლოებითა და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება საყრდენ კედელს, დამონტაჟდება გარეგანათება, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები და რეკრეაციული ზონა.

გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ხიდისთავში. ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ უბანში 2 კილომეტრამდე გზა რეაბილიტირდება. მოეწყობა სანიაღვრე სისტემაც. 1 მილიონ ლარამდე ღირებულიების პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს