ლადო მაჭავარიანი - ახალგაზრდული ჯგუფები და სტუდენტური მოძრაობები 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის, რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს

29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს. არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს,- ამის შესახებ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ მიმდინარე საპროტესტო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლადო მაჭავარიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ახალგაზრდული ჯგუფები და სტუდენტური მოძრაობები მშვიდობიან და მტკიცე პროტესტს გააგრძელებენ.

"მინდა გავაკეთო განცხადება ახალგაზრდული ჯგუფების, სტუდენტური მოძრაობების და იმ ადამიანების სახელით, ვინც ჩართულები ვართ რუსული კანონის წინააღმდეგ. ბოლო დღეები გვეკითხებიან, თუ რას ვაპირებთ კონტრაქციის საპასუხოდ.

ჩვენი პასუხია: ერთობა და მშვიდობა. ჩვენი მოძრაობით უძრაობის წინააღმდეგ მივდივართ. ვცდილობთ, ისეთი ქვეყნის მიღწევას, სადაც ვიქნებით ერთიანად, მშვიდობიანად, რუსული კანონის გარეშე. 29 აპრილს არანაირი აქტივობით არ ვიქნებით წარმოდგენილი რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, გვესმის, რომ ეს პროვოკაციას გამოიწვევს. არ დავუპირისპირდებით თანამოქალაქეებს, არ მივცემთ ვინმეს შანსს, რომ პროვოცირება მოახდინოს. ხელისუფლება, რომელიც მუდმივად მშვიდობაზე საუბრობს, დაპირისპირების და პროვოკაციის გზას ირჩევს 29 აპრილის კონტრაქციით. ჩვენი პასუხი სხვანაირია, ჩვენ ვირჩევთ ერთობას და რეალურ მშვიდობას. მშვიდობიან, მაგრამ მტკიცე პროტესტს ვაგრძელებთ“,- აღნიშნა ლადო მაჭავარიანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე