ანა ნაცვლიშვილი - ქართველი ხალხი ქვეყნის ისტორიას წერს - სიმართლის დაცვა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც სიმართლეს გამარჯვებამდე მიიყვანს

აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს, - ამის შესახებ პარტია “ლელოს” დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა რესპუბლიკის მოედანზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები აქციაზე „კი ევროპას, არა რუსულ კანონს“ იკრიბებიან.

მისი შეფასებით, ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოსთვის “ბარიერად არის აღმართული“ “ქართული ოცნება”.

“პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ქვეყანა რეალური რისკების წინაშე დგას, საშიშროება არის რეალური და ძალიან მძიმე. ერთადერთი, რასაც შეუძლია ამ ვითარებაში ქვეყანა დაიცვას, ეს ქართველი ხალხის მიერ თავისი გადაწყვეტილების, რომ ქართველი ხალხი ევროპას ირჩევს, მტკიცე და ურყევი დაფიქსირებაა.

აქციები, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში ტარდებოდა და გაგრძელდება, არის უმნიშვნელოვანესი აქტი, სადაც ქართველი ხალხი ამ ქვეყნის ისტორიას წერს. ამ ქვეყნის ნამდვილ ისტორიას წერს, როდესაც ყველას, მოყვარეს თუ მტერს აჩვენებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლება არის რუსული პოლიტიკის გამტარებელი და მან რუსული გზა აირჩია, ქართველი ხალხი ემიჯნება რუსულ კანონს, ხელისუფლების გზას და ის მკაფიოდ, მყარად ევროპულ არჩევანს იცავს. იმ არჩევანს, რომელიც საუკუნეების წინ ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს. ისეთი რეალურია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც არასდროს ამ ქვეყნის ისტორიაში. მხოლოდ ამ გზაზე ბარიერად არის აღმართული “ქართული ოცნება”, თავისი რუსული კანონით და რუსული კურსით.

სიმართლის დაცვა ყოველთვის რთული იყო, მაგრამ ეს არის ის გზა, რომელიც სიმართლეს გამარჯვებამდე მიიყვანს”, - განაცხადა დეპუტატმა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს